სერვისი – კონკურენტების კვლევა

კონკურენტების კვლევა ბიზნესს აძლევს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ბაზარზე არსებული ტოპ კომპანიების შესახებ.

აღნიშნული სერვისი მოიცავს,  ინდუსტრიაში ძირითადი მოთამაშეების გამოვლენას, მათი ძლიერი და სუსტი მხაარების დადგენას. თუ, რა სარგებელი მოაქვთ მომხარებელისთვის, რა საჭიროებებს აკმაყოფილებენ და როგორ ურთიერთობენ მათთან.

შესაბამისად კვლევაში წარმოდგენილი იქნება როგორც ფინანსური ანალიზი:  ტოპ კომპანიები შემოსავლების მიხედვით, მთლიანი აქტივების მიხედვით, მოგება დაბეგვრამდე, ლიკვიდურობის, მომგებიანობის, გადადისუნარიანობისა და ეფექტურობის კოეფიციენტი. ასევე, მოკვლეული იქნება მარკეტინგული აქტივობები, სოციალური სქელები და მსგავსი საჭირო საკითხები.

შედეგად, მივიღებთ სრულყოფილ სურათს, ჩვენი კონკურენტების შესახებ, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება განსაზღვროთ მათი სამომავლო ქმედებები, მობილიზებული შეხვდეთ და სათანადოდ უპასუხოთ გამოწვევებს.

აღნიშნული სერვისის სრულყოფილად შესრულებას უზრუნველყოფენ:
      • ბიზნეს კონსულტანტი
      • ფინანსების სპეციალისტი
      • მარკეტოლოგი
      • დარგობრივი ექსპერტი

ჩვენი გუნდი კონკურენტების კვლევას ატარებს, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია AGIC-ის გუნდის გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებსა და ქვეყნებს. საკონსულტაციო დეპარტამენტის ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი. ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ.

ჩვენ აღნიშნულ სერვისს ვთავაზობთ როგორც ახალ, ასევე გამოცდილ კომპანიებს. სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. თბილისი, საქართველო