სერვისი – საექსპორტო ბაზრის კვლევა

პროდუქტის ან სერვისის ექსპორტზე გატანა ნებისმიერი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ბაზრების ათვისება ზრდის კომპანიის გაყიდვებს და მრავალი სხვა ბენეფიტი აქვს, თუმცა პროდუქციის ექსპორტი დაკავშირებულია რისკებთანაც. იმისათვის, რომ კომპანიამ წარმატებით დაიწყოს ექსპორტი, საჭიროა წინასწარ სწორად შეაფასოს შესაძლებლობები და დეტალურად გაწეროს ექსპორტის გეგმა. აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ შექმნა სერვისი – საექსპორტო ბაზრის კვლევა, იმისათვის რომ კომპანიებს დაეხმაროს პროდუქტის ექსპორტზე წარმატებით გატანაში.

საექსპორტო ბაზრის კვლევის სერვისი მოიცავს:
      • მომხმარებლისთვის სასურველი ბაზრების მიმოხილვას
      • პოტენციური კლიენტების მოძიებას
      • საექსპორტო ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას
      • ინფორმაციას ადგილობრივი კანონმდებლობის შესახებ

კვლევაში გაეცნობით ინფორმაციას ადგილობრივი ბაზრის შესახებ. AGIC-ის ექსპერტები მოგაწვდიან ინფორმაციას ექსპორტთან დაკავშირებულ ნებართვებსა და რეგულაციებზე. ექსპორტზე გატანის პროცესში კი დაგეხმარებიან შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში. სერვისი ასევე მოიცავს პოტენციურ ინვესტორებთან და კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვას. პროდუქციის ექსპორტზე გატანა რთული პროცესია და მისი წარმატებით დასრულება დამოკიდებულია სწორ დაგეგმვასა და ბაზრის კვლევაზე. ეი ჯი აი სის გუნდი კონსულტაციას გაგიწევთ ექსპორტზე გატანის თითოეულ ეტაპზე და დაგეხმარებათ ახალ ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესში.

კომპანია AGIC არის საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის ბაზრების შესახებ. საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის შედეგად, ჩვენს კლიენტებს ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე პოტენციური პარტნიორების შესახებ.


დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. თბილისი, საქართველო