სერვისის აუდიტი წარმოადგენს გამოკვლევას, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კომპანიის ესა თუ ის სერვისი, რა ხარვეზები და პოტენციალი აქვს მას, რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარზე და შეუძლია, თუ არა მყარი პოზიციების დაკავება.

აღნიშნულის დადგენას უზრუნველყოფს „მისტიური მომხმარებლის“ კვლევა, რაც გამოავლენს:

      • სერვისის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
      • ახალ შესაძლებლობებს, სერვისის დასახვეწად და განსავითარებლად;
      • თანამშრომლების კვალიფიკაციას, მომსახურების სტანდარტის დაცვის შესახებ;

აღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, დაამყაროთ ობიექტური ინფორმაციაზე დაყრდნობით უკუკავშირი თანამშრომლებთან და უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული გახადოთ როგორც თანამშრომლების, ასევე სერვისების განვითარების მეთოდები. რაც, საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ უფრო მასშტაბური საკითხების მოგვარებაში.

აღნიშნული სერვისის სრულყოფილად შესრულებას უზრუნველყოფენ:

      • ბიზნეს კონსულტანტი
      • მარკეტოლოგი
      • „მისტიური მომხმარებელი“

სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო