სერვისი – ფინანსური ანალიზი

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გთავაზობთ ფინანსური ანალიზის სერვისს. ფინანსური ანალიზი შეიძლება მომზადდეს ყოველთვიურად, კვარტლურად და წლიურად.

AGIC-ის გუნდი იყენებს ანალიტიკურ პროგრამა Microsoft Power BIს მაღალი ხარისხის ფინანსური ანალიზისთვის. ამ პროგრამაში მუშაობა საშუალებას გვაძლევს კლიენტს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ: განვსაზღვროთ კომპანიის არსებული ფინანსური მდგომარეობა და მონაცემებზე დაყრდნობით გავაკეთოთ ფინანსური პროგნოზი.

Microsoft Power BIში ჩვენი გუნდი მონაცემებს ამუშავებს კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავებს შემდეგ კლიენტს ანგარიშის სახით ვაწდვით მოთხოვნილ ინფორმაციას, შესაბამისი ვიზუალიზაციით. ფინანსური ანალიზის მომზადების პროცესი სამ ძირითად ეტაპად იყოფა:

    1. მონაცემების შეგროვება – პირველ ეტაპზე, AGIC-ის გუნდი აგროვებს არსებულ მონაცემებს კლიენტი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან.
    2. მონაცემების დამუშავება – მიღებული მონაცემები მუშავდება ანალიტიკურ პროგრამა Microsoft Power BIში, კომპანია AGIC-ის ექსპერტების მიერ.
    3. რეპორტის შექმნა & კლიენტთან გაგზავნა – მონაცემების დამუშავების შემდეგ, მიღებული ანალიტიკა შესაბამისი ვიზუალიზაციით იგზავნება კლიენტთან.

 


 

ფინანსური ანალიზის შედეგად, კლიენტი კომპანია მიიღებს შემდეგ მონაცემებს:

      • ბალანსის უწყისი
      • მოგება-ზარალი
      • ფულადი ნაკადების მოძრაობა
      • ტოპ დებიტორები/კრედიტორები
      • ვადაგადაცილებული დებიტორების ანალიტიკა
      • მარჟების ანალიტიკა პროდუქტების მიხედვით
      • ლიკვიდურობის ანალიტიკა
      • ინვესტიციის უკუგების კოეფიციენტები
      • მომგებიანობის კოეფიციენტები

 

ზემოთ ჩამოთვლილ საბაზისო მონაცემებს შეიძლება დაემატოს კომპანიის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკური ინფორმაცია.


სერვისის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო