fbpx
AGICAGIC
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • კომპანიის შესახებ
    • ისტორია
    • ჩვენი გუნდი
    • წევრობა
    • პარტნიორები
    • PrimeGlobal-ის შესახებ
  • სერვისები
    • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
      • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
      • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
      • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
      • საგადასახადო აუდიტი
      • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
      • ქონების შეფასება
    • საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება
      • საგადასახადო კონსულტაცია
      • საბუღალტრო მომსახურება
      • საგადასახადო დავების წარმოება
      • ფინანსური ანალიზი
      • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
    • საკონსულტაციო მომსახურება
      • ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს გეგმის მომზადება
      • მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება
      • კონკურენტების კვლევა
      • მომხმარებელთა კვლევა
      • სერვისის აუდიტი
      • საექსპორტო ბაზრის კვლევა
      • ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია
      • ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ბლოგი
    • სტატიები
    • ინდუსტრიის კვლევები
  • კლიენტები
      • არასამთავრობო სექტორი
      • სამთავრობო სექტორი
      • საგანმანათლებლო სექტორი
      • საბანკო და საფინანსო სექტორი
      • სამედიცინო სექტორი
      • იურიდიული და საკონსულტაციო სექტორი
      • ინფრასტრუქტურა და გზების რეაბილიტაცია
      • სადაზღვეო სექტორი
      • საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი
      • საკომუნიკაციო სექტორი
      • სამშენებლო სექტორი
      • სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სექტორი
      • საფეხბურთო კლუბები
      • საცალო ვაჭრობის სექტორი
      • ჰორეკა სექტორი
      • სოფლის მეურნეობის სექტორი
  • პროექტები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

3 ბიზნეს ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკის გამოცოცხლებამდე უნდა გადადგათ

de745ge
აპრ 27, 2020 ბლოგი, სტატიები 0 Comment

არსებული ვითარების გამო, თითქმის ყველა ინდუსტრია დაზარალდა. ჩვენ არ შეგვიძლია მიმდინარე მოვლენების შეცვლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ეკონომიკის გამოცოცხლებამდე, თავი გავართვათ არ სიტუაციას.

  1. დაამყარეთ მჭიდრო კავშირი მომხმარებელთან

გაურკვეველ სიტუაციაში აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის დამყარებით თქვენ შეძლებთ შეიმუშაოთ მომხმარებლებისკენ დამაკავშირებელი გზები, მომავალში სხვა მრავალი შესაძლებლობისთვის.

ამის განსახორციელებლად, წარმოიდგინეთ რა სიტუაციაში შეიძლება იყვნენ ამჟამად თქვენი მომხმარებლები, რა შეიძლება სჭირდებოდეთ მათ და რა შეიძლება იყოს მათთვის სასურველი მომსახურება.

ეს არის შანსი, შეიმუშავოთ კონკურენტუნარიანი, გააზრებული შეთავაზებები (უფასო და ფასიანი), რომელიც აგრძნობინებს მომხმარებელს, რომ თქვენ მათზე ფიქრობთ და ზრუნავთ.

  1. იყავით მეტად ორგანიზებულნი

იყავით გულწრფელი: გაიხსენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის, “ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა.“

მიმდინარე მოვლენები გთავაზობთ იმ საჭირო დროს, რათა მოაწესრიგოთ თქვენი პროცედურები. იპოვეთ ის ადგილები, სადაც სამუშაო ტემპი ეცემა ან სადაც მეტ თანხას ხარჯავთ.

შეაფასეთ სიღრმისეულად, თუ როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესი. ყურადღება მიაქციეთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც წინ გეღობებათ წარამატებისკენ მიმავალ გზაზე.

ორგანიზებულობა დაზოგავს თქვენს დროს მომავალში და დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის უკეთ გაკონტროლებაში, რისი საშუალებითაც შეგეძლებათ დაზოგოთ ფული გრძელვადიან პერსპექტივაში.

  1. განაახლეთ თქვენი მარკეტინგის სტრატეგია

რაც რამდენიმე თვის წინ მუშაობდა, შეიძლება ახლა აქტუალური აღარ იყოს. ის მარკეტინგული სტრატეგია, რომელზეც კვირების განმავლობაში მუშაობდით, შესაძლოა შეუფერებელი იყოს მიმდინარე მოვლენებისთვის. თქვენსავით, მომხმარებლებიც უყურებენ რადიკალურად ახალ რეალობას.

ისინი მსჯელობენ იმის შესახებ, რომ მათ მოუწევთ ცხოვრების სტილის და პრიორიტეტების ხელახლა განსაზღვრა – არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ მის შემდეგაც.

რა გზები არსებობს, რომლითაც შეგიძლიათ შეიმუშაოთ თქვენი სტრატეგია, რათა მოერგოთ ამ ახალ რეალობას?

შესთავაზეთ უფრო გრძელი გადახდის პირობები. ეს შეიძლება დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ბიუჯეტთან მიმართებაში, მაგრამ ნამდვილად სურთ თქვენთან თანამშრომლობა.

შესთავაზეთ შედარებით იაფი ან უფასო საცდელი ვერსია. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მაგრამ სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარ ბიუჯეტს.

ეს პროცესი საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი შეთავაზების სარგებელი, რათა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფულს დახარჯავენ გონივრულად.

შესთავაზეთ ვირტუალური დახმარება. მცირე კრეატიულობით, თქვენ შეძლებთ მომხმარებლებს შესთავაზოთ თქვენი სერვისები ონლაინ რეჟიმში. ექიმები, მუსიკის მასწავლებლები, თერაპევტები, მწვრთნელები პაციენტებს ამჟამად ონლაინ უკავშირდებიან.

ამ სამი ნაბიჯით და ინოვაციებით, წარმატებით შეგიძლიათ მართოთ თქვენი ბიზნესი და კიდევ უფრო გაძლიერდეთ.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 4 ბიზნეს ტენდენცია, რომელიც მნიშვნელოვანია 2020 წელს  |  ფასების ზრდის მართებული გზა

პურის წარმოების ინდუსტრიის კვლევაPrevious post
4 ბიზნესის ტენდენცია, რომელიც მნიშვნელოვანია 2020 წელსNext post

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.