დღესდღეობით ონლაინ ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული გზაა შემოსავლის მისაღებად, ამაში კი კომპიუტერი და მობილური გეხმარებათ.
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ბევრ მუშაობას მოითხოვს, თუმცა მისი საშუალებით თქვენ თავიდან აირიდებთ ყოველდღე სამსახურში სიარულს, ოფისის პოლიტიკას და ა.შ
თქვენ იმაზე მეტი დროის დათმობა მოგიწევთ ვიდრე წარმოიდგენდით, მაგრამ სახლიდან, სამზარეულოს მაგიდიდან, ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან და ა.შ.
მუშაობის შესაძლებლობა ის არის, რაც ყველაზე მეტად იზიდავს ამ ცხოვრების სტილს.
ამ სტატიაში საუბარია რამოდენიმე მათგანზე, თუ თქვენ ეძებთ ონლაინ ბიზნეს იდეას, თქვენი შემოსავლის გასაზრდელად.
ციფრული ტრაფიკის მენეჯერი
ციფრული მარკეტინგი გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ სოციალური მედია. ბრენდები ეძებენ ხარისხიან ტრაფიკს და ცნობადობას. ყოველივე კი მოიცავს სოციალურ მედიას, პრესას, კონტენტის შექმნას და ა.შ.
ეს ყველაფერი მოითხოვს ორგანიზების უნარს და სწორედ ამიტომ ეძებენ კომპანიები დახმარებას და მიმართავენ ამ სფეროში გამოცდილ პირებს.
თუ საზრიანი ხართ, შეგიძლიათ შექმნათ სტრატეგიული გეგმა, რომ SEO-ს გარდა ასევე გააუმჯობესოთ ტრაფიკი ვებგვერდზე.
ელექტრონული კომერციის მაღაზია
ელექტრონული კომერციის მაღაზიის შექმნა დღეს ბევრად უფრო მარტივია. პლატფორმები, როგორიცაა Shopify, Oberlo და AliExpress, ამარტივებენ თქვენი ონლაინ მაღაზიის მართვას.
ხოლო შემდეგ მთავარია თქვენს ვებგვერდზე დიდი რაოდენობის ტრაფიკის მიმართვა და კონვერტაციის ოპტიმიზაცია.
ვებგვერდის შექმნა
ისეთი პლატფორმებით, როგორიცაა WordPress, SquareSpace, Shopify და ა.შ., ვებგვერდის შექმნა ძალიან მარტივია, თუკი მცირე ტექნიკური ცოდნა გაქვთ.
თქვენ არ გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება კოდირება, რომ ისწავლოთ ერთ-ერთ ამ პლატფორმაზე ვებგვერდის შექმნა.
ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნაზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც მათ არ შეუძლიათ, მაგრამ უმეტესობას არ აქვს მისი შესწავლის დრო.
ინტერნეტ მწერალი
კონტენტ მარკეტინგი მართლაც მნიშვნელოვანია ონლაინ ბიზნესისთვის. თუ გაქვთ გამოცდილება SEO-ს მხრივ და შეგიძლიათ სტატიების წერა, შეგიძლიათ მისი საშუალებით მიიღოთ კარგი შემოსავალი.
ბუღალტრული სერვისი
გაგიმართლათ თუ ციფრებთან კარგად ხართ. ბიზნესის ბევრ მეპატრონეს სძულს ეს ნაწილი და სურს, სხვას გადააბაროს.
თუ გამოცდილი და სუპერ ორგანიზებული ხართ, არ გექნებათ კლიენტების მოძიების პრობლემა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ონლაინ ბიზნესი არ იმუშავებს მომხმარებლების გარეშე – თქვენ უნდა ისწავლოთ ონლაინ ბიზნეს მარკეტინგი, გახდეთ მარკეტინგის და ამასთანავე ბრენდის სტუდენტი.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 5 გზა როგორ მართოთ თქვენი გუნდი სოციალური დისტანციისას | იმეილ მარკეტინგი