აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “AGIC” გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2020 წელი იყოს ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების მომტანი თქვენთვისა და თქვენი ოჯახებისათვის.
“AGIC”-ს 13 წლიანი გამოცდილება აქვს კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.
სადაც განხორციელებული აქვს პროექტები, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, ნორვეგიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ და მონაწილეობა მივიღეთ მრავალ წარმატებულ პროექტში.
რა თქმა უნდა, იყო გამოწვევებიც, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდით და ახალ შესაძლებლობებად ვაქციეთ.
ამაში კი უდიდესი წვლილი ჩვენს პროფესიონალ გუნდს მიუძღვის.
ვფიქრობთ, რომ განვლილი წელი კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სულ ახლახანს იგი “PrimeGlobal”-ის წევრი კომპანია გახდა.
იგი სამ უმსხვილეს დამოუკიდებელ აუდიტორულ და საბუღალტრო ფირმების ასოციაციებს შორისაა, რომელიც დაარსდა 2011 წელს და დღეს უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ ფირმას აერთიანებს.
იგი უზრუნველყოფს ინსტრუმენტებისა და რესურსების ფართო სპექტრს, რათა დაეხმაროს წევრ ფირმებს უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის ბუღალტრული, აუდიტის, საგადასახადო და მართვის სერვისები.
“PrimeGlobal”-ის წევრები იზიარებენ საერთო კულტურას, რომელიც წევრებს შორის ძლიერ კავშირს ქმნის და ხელს უწყობს კომპანიების პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას.
მისი მეშვეობით დამოუკიდებელი წევრი ფირმები სხვა კომპანიებს სთავაზობენ მსოფლიო ორგანიზაციის შესაძლებლობებს, რომელიც ტექნიკური სიღრმითა და გეოგრაფიული შესაძლებლობებით, მხოლოდ ადგილობრივი ფირმისთვის არის ხელმისაწვდომი.
„AGIC” ასევე “Solsuus”-ის პარტნიორი კომპანია გახდა.
მისი თანადამფუძნებელი, შაჰარიარ ჰაკიმი, შემოუერთდა ჩვენს გუნდს და მოგვეცა საშუალება მისგან მიგვეღო რჩევები.
როგორც საერთაშორისო კორპორატიულ იურისტს, მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ აზიაში.
ამავდროულად ჩვენი კომპანია გახდა “MTI Consulting”-ის წევრი, რომელიც არის საეთაშორისო ქსელი. იგი დაარსდა 1997 წელს და დღეს მას უკვე 43-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმატებით შესრულებული 660-ზე მეტი პროექტი.
სასიამოვნო სიახლეების რიცხვს ეკუთვნის კომპანია ინოსისტემსთან პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო – სამრეწველო ცენტრს და დაარსდა 2014 წელს.
ასევე წარმოავდგენთ ევროპული კომისრის დამოწმებულ აუდიტორულ კომპანიას (BLACK SEA BASIN PROGRAM).
ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, წევრებისა და პარტნიორების დამსახურებაა, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გვაქვს საშუალება უზრუნველვყოთ მომსახურების ისეთი ხარისხი, რომელსაც ჩვენი კლიენტები იმსახურებენ.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველა იმ კომპანიას რომელიც ჩვენი სერვისებით სარგებლობს და პარტნიორ კომპანიებს იმისათვის, რომ ღირსეულად გაატარეთ განვლილი წელი ჩვენთან ერთად.