AGIC

Audit and Consulting Company

AGIC საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგშია!

AGIC
მაი 28, 2021 ბლოგი, სტატიები 0 Comment

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგშია!

უმსხვილესი უდიტორული კომპანიების რეიტინგი გამოქვეყნდა Forbes Georgia-ს მიერ. უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების სიაში არიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიები. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული ფირმის ჯამური შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა. ჯამურმა შემოსავალმა 50.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამური ზრდის მიუხედავად, არაერთ კომპანიაში შემოსავლების შემცირება დაფიქსირდა.

კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC-ის შემოსავალი, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს გაიზარდა. აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 22,78%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. 

 

Forbes
Infogram

 


კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში UNDP, UNICEF და UNFPA-ს ექსკლუზიური აუდიტორი და კონსულტანტია. კომპანია ასევე არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID–ის სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია. კომპანია AGIC-ის აუდიტორული გუნდი 20 პროფესიონალს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვთ. აუდიტორული და მარწმუნებელი მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:

    • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
    • დაფინანსებული პროექტების აუდიტი
    • შეთანხმებულ პროცედურებზე აუდიტი
    • საგადასახადო აუდიტი
    • ინვესტიციების დადასტურების აუდიტი
    • ქონების შეფასება

 

AGIC-ის შესახებ

კომპანია AGIC 2007 წელს დაფუძნდა და უზრუნველყოფს აუდიტორულ, საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისებს. AGIC-ის გუნდს აქვს მსოფლიოს 9 ქვეყანაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება. 2019 წლიდან კომპანია არის საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრი. საერთაშორისო ასოციაციის წევრობის შედეგად, კომპანიას შეუძლია პროექტების განხორციელება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის გუნდი შედგება 40-ზე მეტი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი  და პროფესიონალი თანამშრომლისაგან, რომლებიც ფოკუსირებულნი  არიან განვითარებასა და კლიენტების წარმატებაზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელ–ფოსტა: info@agic.ge

მისამართი: პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10.  0186, თბილისი, საქართველო

AGIC ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი გახდაPrevious post
რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი?Next post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.