ბიზნესის დაწყება მარტივი არ არის, იგი მოითხოვს უამრავ რაიმეზე ფიქრსა და გადაწყვეტილებების მიღებას. ამან კი შეიძლება ზეწოლა მოახდინიოს თქვენზე და მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენი განვითარების პოტენციალს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საიმედო გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, არსებობს რამოდენიმე ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ბიზნესზე.
ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის
ყველაზე დიდი შეცდომა არის წარუმატებლობის შიში. წარმატების გასაღები ყოველგავრი შიშისგან თავის დაღწევასა და თქვენივე შეცდომებზე სწავლაში მდგომარეობს.
შეადგინეთ ბიზნეს გეგმა
ძალიან ბევრი ბიზნესი მოქმედებას იწყებს ზოგადი გეგმის გარეშე, რაც სამომავლოდ გაურკვევლობაში აგდებთ და ბუნდოვანია მიზანი, თუ რა იდეას ემსახურება ესა თუ ის ბიზნესი.
დაწყებისას საჭიროა ბიზნეს გეგმა, თუნდაც ის მხოლოდ ერთი გვერდისგან შედგებოდეს.
მასში მოცემული უნდა იყოს ინვესტიციის რაოდენობა, სავარაუდო შემოსავალი, მიზნობრივი აუდიტორია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
იყავით ორგანიზებულნი
ორგანიზებულობა უმთავრესია. ამიტომ სასურველია გქონდეთ ყოველდღიური დავალებების ჩამონათვალი, საქმეები, რომლებიც უნდა გააკეთოთ. დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით, ეს უფრო მეტად გაგიმარტივებთ საქმეს.
განსაზღვრეთ ბაზარი და მიზნობრივი აუდიტორია
ბიზნესის დაწყებისას განსაზღვრეთ ბაზარი და მიზნობრივი აუდიტორია. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ შემდგომი მიზნების სწორი მიმართულებით განხორციელებაში. გეცოდინებათ სად და ვისთვის უნდა აწარმოოთ პროდუქტი თუ სერვისი.
სათანადო სამართლებრივი სტრუქტურა და ბიზნესის რეგისტრაცია
დამწყები ბიზნესები ხშირად არ არეგისტრირებენ ბიზნესს, ვერ არჩევენ შესაბამის ბიზნეს ობიექტს ან ვერ იცავენ ინტელექტუალურ საკუთრებას.
ნუ ეცდებით ყველაფრის თავად გაკეთებას
მეწარმეები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ ისინი მარტო არიან და ცდილობენ დამოუკიდებლად იმოქმედონ გონივრული რჩევის გარეშე.
ნუ ითანამშრომლებთ არასწორ ინვესტორებთან
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მეწარმემ უნდა იცოდეს ბიზნესის დაწყებამდე, არის ის, რომ მათი ინვესტორი მეტია, ვიდრე უბრალო სპონსორი.
კომპანიის პირველ ინვესტორებს შეუძლიათ როგორც ხელი შეუწყონ ბიზნესს, ასევე უკან დახიონ იგი.
ახალი თანამშრომლების დროზე ადრე დაქირავება
როგორც დამწყები ბიზნესისთვის, საჭიროა კარგად დაფიქრდეთ, სანამ ახალი თანამშრომლის აყვანას გადაწყვეტთ.
შესაძლოა ეს ზედმეტ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. დაფიქრდით, იქნებ არის სხვა თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია იგივე სამუშაოს/ფუნქციის შესრულება.
ნუ გაფლანგავთ ფულს
შემოსავლის არასწორად მართვა და ფულადი ნაკადებისადმი უპასუხისმგებლობა სასიკვდილო განაჩენია დამწყები ბიზნესებისათვის.
ნუ განსაზღვრავთ საკუთარი თავისთვის არასწორ შემოსავალს
საკუთარი თავისათვის ძალიან ცოტა ან ძალიან დიდ თანხის გადახდა შეცდომაა. ხშირად უფრო ადვილია ხელფასის განსაზღვრა ახალი თანამშრომლისათვის, ვიდრე მეპატრონის ან პარტნიორისათვის.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: როგორ დავიწყოთ ბიზნესი | როგორ გავხდეთ წარმატებული მეწარმე?