რატომ უნდა გაიტანოთ ბუღალტერია აუთსორსზე?
ბუღალტრული მომსახურების აუთსორსზე გატანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის წინაშეც თანამედროვე კომპანიების უმეტესობა დგას. მომსახურების აუთსორსზე გატანას არაერთი უპირატესობა აქვს, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.
1. მიღებული სერვისის მაღალი ხარისხი
აუთსორსზე გატანის შემთხვევაში, თქვენი კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაზე არა ერთი ადამიანი, არამედ ბუღალტერთა გამოცდილი გუნდი იმუშავებს. ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანია AGIC-ში თითოეულ კლიენტზე ბუღალტერთა გუნდია პასუხისმგებელი. ჩვენი სტრუქტურა მოიცავს ორმაგი კონტროლის მექანიზმს, რომლის მიხედვითაც განხორციელებულ რუტინულ ოპერაციებს ამოწმებს ხარისხის კონტროლის შიდა მენეჯერი, სრულ სამუშაოს კი დამატებით აკონტროლებს დეპარტამენტის მენეჯერი. ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ცდომილების მინიმალურ რისკს და ზრდის გაწეული სერვისის ხარისხს.
2. მაღალი პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ბუღალტერის შემთხვევაში, დაშვებულ შეცდომებზე ფინანსურ პასუხისმგებლობას თქვენი კომპანია აიღებს. ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის შემთხვევაში, სრულ ფინანსურ პასუხისმგებლობას დაქირავებული კომპანია იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ბუღალტერიის აუთსორსზე გატანას გადაწყვეტთ, თქვენ თავიდან აირიდებთ ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ რისკებსა და პასუხისმგებლობას.
3. რესურსების უკეთესი გადანაწილება
სერვისის აუთსორსზე გატანით გეძლევათ შესაძლებლობა რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ძირითად საქმიანობას და ეფექტურად მართოთ გუნდი. ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსების ოპტიმალურ განაწილებას, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში.
4. ფინანსური რეპორტინგი
ბუღალტრული აღრიცხვის რუტინული სამუშაოს შესრულების გარდა, სერვისის აუთსორსზე გატანით მოგეცემათ შესაძლებლობა თქვენი ფინანსური მდგომარეობა უფრო ფართო ჭრილში დაინახოთ. კომპანია AGIC კლიენტებს ყოველთვიურად აწვდის რეპორტს საგადასახადო რისკებზე, ფინანსურ ანალიტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
5. დამატებითი სერვისები
ბუღალტერიის მიმართულებით სხვა კომპანიასთან თანამშრომლობამ შეიძლება მოგიტანოთ კიდევ უფრო დიდი სარგებელი დამატებითი სერვისების სახით. მაგალითისთვის, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC კლიენტებს სთავაზობს ინვოისების მართვის სისტემას, HR მართვის პროგრამას, დოკუმენტების არქივაციისა და სხვა მრავალ სერვისს. აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, დამატებითი სერვისები შეგიძლიათ ერთ სივრცეში მიიღოთ და ისარგებლოთ კორპორატიული პირობებით.
6. საერთაშორისო გამოცდილება
კომპანიის დაქირავების შემთხვევაში, თქვენ ითანამშრომლებთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან. ინდივიდუალურად ასეთი პროფესიონალების დაქირავება დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კი მათი მომსახურება თქვენი კომპანიისათვის ბევრად რენტაბელური იქნება. გარდა ამისა, აუთსორს კომპანიას აქვს უფრო მეტი რესურსი იმისათვის რომ თქვენი ბიზნესის გლობალურ ზრდას შეუწყოს ხელი. კომპანია AGIC საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრია, რაც გვაძლევს საშუალებას კლიენტ კომპანიებს გავუწიოთ სხვადასხვა იურისდიქციებში საბუღალტრო და საგადასახადო საკითხების შესახებ პროფესიონალური კონსულტაცია.
7. კონსულტაცია
აუთსორს კომპანიას აქვს დიდი რესურსი იმისათვის რომ გაგიწიოთ შესაბამისი კონსულტაცია როგორც საგადასახადო, ასევე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. დაქირავებული კომპანიის გუნდი ხშირად საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული, რაც მოგცემთ იმის საშუალებას რომ ბიზნესის ზრდის პროცესში მიიღოთ საჭირო კონსულტაცია და შეამციროთ რისკები.
რაც მთავარია, ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა არ უკავშირდება რთულ პროცედურებს. კომპანია AGIC მზად არის აუთსორსზე გატანის პროცესში სრული მხარდაჭერა გაგიწიოთ. უფრო კონკრეტულად, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დოკუმენტების მოწესრიგებაში, გადაამზადებს თქვენს გუნდს ჩვენთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და რაც მთავარია, გამოგიყოფთ გუნდს, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენი კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაზე.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები | რატომ ერიდებიან კომპანიები საბუღალტრო მომსახურების მიღებას?
თუ გნებავთ ბუღალტერია აუთსორსზე გაიტანოთ, გადადით ბმულზე, შეავსეთ ინფორმაცია და მიიღეთ შესაბამისი კონსულტაცია.
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო