ჩვენ შესახებ

14 წლიანი გამოცდილება

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს სამუშაო გამოცდილება უკვე 14 წელს ითვლის, ამ ხნის მანძილზე კომპანიამ  უამრავი კლიენტის ნდობა და პატივისცემა უმაღლესი ხარისხის მომსახურების ხარჯზე მოიპოვა.

AGIC ● ეი ჯი აი სი  სხვა აუდიტორი კომპანიებისგან  კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა და დამოკიდებულებით მკვეთრად განსხვავდება. სწორედ ეს არის კლიენტებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზეზი.

 

900-ზე მეტი კლიენტი

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს გამოცდილებისა და სერვისების გამორჩეული მიდგომების დამსახურებაა ჩვენი ლოიალური კლიენტები, რომლებიც განსხვავებული ინდუსტრიისა თუ სიდიდის კომპანიებს წარმოადგენენ.

კომპანიის საფასო პოლიტიკა და მომსახურების ფართო სპექტრი, რომლის მორგება  ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნებზე ხდება, იწვევს კმაყოფილ კლიენტთა რიცხვის მუდმივ ზრდას.

 

9 ქვეყანა

AGIC ● ეი ჯი აი სი საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრია,რაც იძლევა საშუალებას განახორციელოს  პროექტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს საერთაშორისო გამოცდილება ითვლის ისეთ ქვეყანებში ნამუშევარ პროექტებს , როგორებიცაა:

– დიდი ბრიტანეთი
– ესტონეთი
– ნორვეგია
– ლიტვა
– უკრაინა
– სომხეთი
– აზერბაიჯანი
– თურქეთი
– ყაზახეთი

50-მდე თანამშრომელი

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს ყველაზე ძვირფასი რესურსის, თანამშრომლების, ზუსტი რიცხვი 52-ს შეადგენს.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან, რომელთა სამუშაო გარემო არის კომფორტული, გუნდური, თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული.

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს წარმატებული გუნდის სათანადო ცოდნა, სწორი კომუნიკაცია და გულწრფელი დამოკიდებულებები იძლევა საშუალებას ეფექტურად იმართოს პროცესები.

AGIC ● ეი ჯი აი სი – ს ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, როგორც წარმატებული ბიზნესის საწინდარი.