AGIC

Audit and Consulting Company

6 უნარი, რომელიც დაეხმარება მეწარმეს წარმატების მიღწევაში

AGIC
ივლ 7, 2020 ბლოგი, სტატიები 0 Comment

მეწარმეების უმეტესობამ იცის რამდენად მნიშნელოვანია საკუთარი თავის ინვესტიცია, რაც მოიაზრებს საჭირო უნარჩვევების გამომუშავებასა და სუსტი მხარეების გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი უნარების უმეტესობა დაკავშირებული ტექნოლოგიასთან, ამიტომ ისინი დროთა განმავლობაში იცვლებიან. თუმცა ზოგიერთი მათგანი ასევე ემყარება იმ გზას, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლებს სურთ მუშაობა.

სტატიაში მოცემულია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ თქვენს სასარგებლოდ წარმართოთ ბიზნესი.

ტექნოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის მფლობელებს არ სჭირდებათ სიღრმისეული ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მათ ინვესტიცია უნდა ჩადონ ისეთ თანამშრომლებში, რომელთაც აქვთ ეს გამოცდილება.

მნიშვნელოვანია ვებ–გვერდის არსებობა, რომელიც ხაზს უსვამს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. თქვენს გუნდში უნდა გყავდეთ ვებ დეველოპერი ან SEO-ს სპეციალისტი, რომ ვებ-გვერდის შინაარსმა მიაღწიოს თქვენს სამიზნე აუდიტორიამდე.

უპირატესობის მოპოვება

ეფექტური ბაზრის კვლევის ჩატარება აუცილებელია, რომელიც გულისხმობს თქვენს საზოგადოებაში უპირატესობის მოპოვებას და მისი ინოვაციით შევსებას.

თქვენი ბიზნესი უნდა იყოს უნიკალური, მაგრამ ამავდროულად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არსებობს მოთხოვნა.

სოციალური მედია

იმის ცოდნა, თუ როგორ ისარგებლოთ სოციალური მედიის ტენდენციებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ცდილობს ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

სოციალური მედია სწრაფად ვითარდება. მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ უნარი, ფეხი შეუწყონ ამ ცვლილებებს და იციან როგორ გამოიყენონ ისინი, უფრო მეტი შანსი აქვთ წარმატების მისაღწევად.

ურთიერთობების მშენებლობა

მეგობრების შეძენა და სასარგებლო ურთიერთობების დამყარება მომავალში ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, აქტიური იყოთ თქვენი საზოგადოების ბიზნეს ორგანიზაციებთან და მაქსიმალურად ითანამშრომლოთ სხვა ბიზნესებთან.

ტალანტების მოძიება

ახალი ბიზნესის წამოწყებისას იდეალურია მხედველობაში იყოლიოთ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც იცნობთ და ენდობით.

საუკეთესო შემთხვევაში, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ თქვენს ხედვას და სურთ, რომ იგი რეალობად იქცეს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათ უნდა გააცნობიერონ, თუ რის მიღწევას ცდილობთ.

სტრატეგიის ფორმულირება

თქვენი ბიზნესის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა გქონდეთ მიზნები, რომლებიც შემდგარი იქნება პატარ-პატარა ნაბიჯებისგან.

დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი დაფინანსების, პერსონალის, მარკეტინგის და თქვენი ბიზნესის ნებისმიერი სხვა შესაბამისი ნაწილის თვალსაზრისით.

დეტალური SWOT ანალიზი (ძლიერი მხარეები, სისუსტეები, შესაძლებლობები, საფრთხეები) ყოველთვის კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენ და თქვენმა გუნდის წევრებმა შეძლოთ სტრატეგიულად აზროვნება.

მუშაობის პროცესში, ყოველთვის კარგი იდეაა რეგულარულად გადახედოთ სტრატეგიებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი შესაბამისნი არიან თქვენ საქმიანობასა და ბაზარზე არსებულ ცვლილებებთან.

 

ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რა განაპირობებს მეწარმის წინსვლას, 4 ნაკლებად ცნობილი საკითხი  | რას ნიშნავს იყო მეწარმე 

კომპანია AGIC გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდაPrevious post
რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესში მომხმარებლების მონაცემების შეგროვებასNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.