AGIC

Audit and Consulting Company

კომპანია „AGIC” დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

AGIC
მარ 16, 2020 ბლოგი 0 Comment

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „AGIC” ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და COVID-19-ის, იგივე კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

დღეს ამ ვირუსის დასახელება უკვე ყველამ იცის. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი პანდემიად გამოაცხადა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციაც გასცა.

ეს ერთი შეხედვით არც ისე მარტივი ამოცანაა, როდესაც ყოველდღიურად სამსახურში ხარ წასასვლელი და უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა.

სწორედ ამიტომ კომპანია „AGIC” საკუთარი გუნდის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად ითვალისწინებს ამ რეკომენდაციას და გადაწყვიტა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა.

საქართველოში დისტანციურ მუშაობაზე გადასული კომპანიების რიცხვი 100-ს აჭარბებს, შექმნილი მდგომარეობის გამო მათი რიცხვი ნელ-ნელა, კიდევ უფრო იზრდება.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება კი შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში.

ასევე შეჩერდა კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

კომპანია „AGIC” იმედოვნებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დიდხანს არ გაგარძელდება და ყველაფერი მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ბიზნეს გეგმა, როგორც თქვენი მეგზურიPrevious post
7 რჩევა დისტანციური გუნდის წარმატებით მართვისთვისNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.