AGIC

Audit and Consulting Company

მიმდინარე საგრანტო პროექტები

AGIC
სექ 16, 2020 სტატიები 0 Comment

მიმდინარე საგრანტო პროექტები საშუალებას აძლევს მეწარმეებს დააფინანსონ ბიზნეს იდეები. საგრანტო კონკურსების საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება  ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.

განახლებული ინფორმაცია საგრანტო პროექტების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ Projects.or.ge-ზე

მიმდინარე საგრანტო პროექტები:

საგრანტო კონკურსი სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზე

USAID-ის პროექტი “ზრდა საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2FF6F15

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2021

საგრანტო კონკურსი ხილ-ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობაზე

პროქტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები და მზად არიან გაწიონ ფინანსური და არაფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/32zxMDE

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 05-10-2020

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს საგრანტო კონკურსი განკუთვნილია ინოვაციური იდეის მქონე ფიზიკური პირებისთვის. 15 000 ლარიანი გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირება, დახვეწა ან/და გაუმჯობესება.

დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2ZEfwHu

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

საგრანტო კონკურსი სასათბურე მეურნეობების მხარდასაჭერად

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (2000 კვ.მ-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 24, 600 კვ.მ-ისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს.

დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2H69TLU

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-09-2020


თუ გეგმავთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებას და გნებავთ მხარდაჭერა საგრანტო აპლიკაციის შექმნის პროცესში, დაგვიკავშირდით. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “ეი ჯი აი სი • AGIC”-ის ბიზნეს კონსულტაციის დეპარტამენტი დაგეხმარებათ ბიზნეს გეგმის მომზადებასა და საგრანტო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.

რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესში მომხმარებლების მონაცემების შეგროვებასPrevious post
თხილისა და კაკლის წარმოების ინდუსტრიის კვლევაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.