აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მა საქართველოში მოცვის წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც მომზადდა 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მთავარი მიზანი იყო ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების განსაზღვრა მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე. იგი ასახავს სექტორის საშუალო ფინანსურ მდგომარეობასა და მნიშვნელოვან ინდიკატორებს.
კვლევა ფოკუსირებულია ბაზრის წამყვან კომპანიებზე, რომელთა რაოდენობა 5-ს შეადგენს. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ინდუსტრიის ლიდერები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
კვლევაში განხილულია მოცვის წარმოება, ექსპორტ-იმპორტი და ბაზრის განვითარების დინამიკა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: