აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ნაყინის წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება ნაყინის წარმოების ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება. მოცემული კომპანიები ეკუთვნის პირველ, მეორე და მესამე ზომით კატეგორიებს, აქედან აუდირებულია მხოლოდ 2 კომპანია.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 7-ს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ნაყინის პროდუქტების ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი ნაყინის წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე, მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ვებგვერდიდან.
კვლევის შედეგები
კვლევა მიმოიხილავს ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 101 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 103 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე აღწევს 8 მილიონ ლარს. კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს ნაყინის წარმოების ინდუსტრიაში გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 5%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 8%. გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა 2018 წლის კომპანიების საშუალო მონაცემები კატეგორიების მიხედვით. მოცემული 7 კომპანიიდან ერთი წარმოადგენს პირველ კატეგორიას, მეორე კატეგორიაშიც გვყავს ერთი კომპანია, ხოლო დანარჩენი ხუთი კომპანია ერთიანდება მესამე კატეგორიაში.
ნაყინის წარმოების ინდუსტრიის კვლევის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
ასევე იხილეთ თხილისა და კაკლის წარმოების ინდუსტრიის კვლევა