AGIC

Audit and Consulting Company

PrimeGlobal-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

AGIC
აპრ 28, 2021 ბლოგი, სტატიები 0 Comment

International Accounting Bulletin-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საერთაშორისო ასოციაციების შემოსავალი 2020 წელს გაიზარდა. კვლევაში მიმოხილულ საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებს შორის, PrimeGlobal-ის წევრი კომპანიების შემოსავალი ყველაზე მნიშვნელოვნად – 10%-ით გაიზარდა.

PrimeGlobal Revenue Growth
PrimeGlobal-ის შემოსავლის ზრდა 2020 წელს IAB-ის მიხედვით.

PrimeGlobal-ის ზრდის მაჩვენებელი რეკორდულია საერთაშორისო ასოციაციებსა და ფირმებს შორის. 

PrimeGlobal-მა 2020 წელს ასევე გაზარდა კომპანიების დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით. გაიზარდა PrimeGlobal-ის ქსელში გაერთიანებული ქვეყნების რაოდენობა 85-დან 90-მდე. PrimeGlobal-ის წარმომადგენლობითი ოფისების რაოდენობა კი 852 ლოკაციას მოიცავს.

პანდემიის პერიოდში მსგავსი წარმატება ასოციაცია PrimeGlobal-ისათვის პირველი არ არის. 2020 წლის დასასრულს PrimeGlobal წლის ასოციაცია გახდა IAB Awards-ზე. ასოციაცია გამარჯვებული გახდა ორ კატეგორიაში: წლის ასოციაცია და წლის მდგრადი ორგანიზაცია.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC 2019 წელს გახდა PrimeGlobal-ის წევრი. AGIC ასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოს ბაზარზე.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ახალი საგრანტო პროგრამებიPrevious post
AGIC ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი გახდაNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.