PrimeGlobal მსოფლიოში სამ უმსხვილეს დამოუკიდებელ აუდიტორული და საბუღალტრო ასოციაციებს შორისაა, რომელიც დაარსდა 2011 წელს და დღეს უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ წარმატებულ დამოუკიდებელ საბუღალტრო ფირმას აერთიანებს.

2019 წელს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გახდა ასოციაცია PrimeGlobal-ის წევრი. AGIC საერთაშრისო ასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოს ბაზარზე. PrimeGlobal-ის წევრობა AGIC-ს აძლევს საშუალებას ითანამშრომლოს საერთაშორისო კომპანიებთან და შესთავაზოს სერვისები სხვადასხვა ბაზრის წარმომადგენლებს.

2020 წელს PrimeGlobal წლის ასოციაცია გახდა IAB Awards-ზე. ასოციაცია PrimeGlobal გამარჯვებული გახდა ორ კატეგორიაში: წლის ასოციაცია და წლის მდგრადი ორგანიზაცია. 2020 წელს  PrimeGlobal-ის წევრი კომპანიების შემოსავალი ყველაზე მნიშვნელოვნად – 10%-ით გაიზარდა. PrimeGlobal-ის ზრდის მაჩვენებელი რეკორდულია საერთაშორისო ასოციაციებსა და ფირმებს შორის.

PrimeGlobal-ის წევრები იზიარებენ საერთო კულტურას, რომელიც წევრებს შორის ძლიერ კავშირს ქმნის და ხელს უწყობს კომპანიების პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას. ასოციაცია უზრუნველყოფს ინსტრუმენტებისა და რესურსებს ფართო სპექტრს, რათა დაეხმაროს წევრ ფირმებს უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის საბუღალტრული, აუდიტის, საგადასახადო და მართვის სერვისები. მისი მეშვეობით დამოუკიდებელი წევრი ფირმები სხვა კომპანიებს სთავაზობენ მსოფლიო ორგანიზაციის შესაძლებლობებს, რომელიც ტექნიკური სიღრმით და გეოგრაფიული შესაძლებლობებით, მხოლოდ ადგილობრივი ფირმისთვის არის ხელმისაწვდომი.

PrimeGlobal წლის ასოციაცია