როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი წარმატებით ართმევს თავს არსებულ ვითარებას და ეთანხმება იმ აზრს, რომ სამსახურში წასასვლელად ყოველდღე სახლიდან გასვლა სრულიად არ არის საჭირო.
მათ შეუძლიათ უპრობლემოდ ჩაატარონ წარმატებული ონლაინ შეხვედრები კლიენტებთან, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
სახლიდან მუშაობას, ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს. მისი მეშვეობით დაზოგავთ ფულს ოფისის დაქირავებაში და თუ შვილები გყავთ, მოქნილი სამუშაო გრაფიკი გაგიმარტივებთ მათთან ყოფნას მნიშვნელოვან მომენტებში.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ უპირატესობებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიზნესის წარმატებით მუშაობაა შეუწყობთ ხელს.
სტატიაში მოცემულია, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი კლიენტები როდესაც სახლიდან გადაწყვეტთ მუშაობას.
მოაწყვეთ სათანადოდ სივრცე კლიენტებთან ონლაინ შეხვედრისათვის
თქვენი ბიზნესიდან გამომდინარე, სახლში ცალკე ადგილის გამოყოფა, რომელიც განკუთვნილი იქნება თქვენი სამუშაო ოფისისათვის, მნიშვნელოვანია – თქვენ არ უნდა ჩაერთოთ ონლაინ შეხვედრებში კლიენტებთან სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში.
თუ, მაგალითად, თქვენ ხართ ტურისტული აგენტი, ნოტარიუსი ან ფინანსური მრჩეველი, სახლში უნდა გქონდეთ ცალკე ოფისი.
სადაც წვდომა გექნება ყველა იმ საჭირო ტექნოლოგიასთან, რომელიც აუცილებელია თქვენი საქმის შესასრულებლად. მაგალითად, კომპიუტერი, მრავალფუნქციური პრინტერი და ა.შ.
ყურადღება მიაქციეთ დეკორს
თქვენი საშინაო ოფისის შესაბამისი გაფორმება დამოკიდებულია თქვენს ბიზნესზე. თქვენ არ გსურთ რაიმე ხელის შემშლელი ან პოტენციურად შეურაცხმყოფელი იყოს თქვენი კლიენტის მიმართ.
თქვენ გინდათ რომ მათ ყურადღება გაამახვილონ თქვენზე და იმაზე, თუ რას სთავაზობს მათ, და არა ოთახში არსებულ ნივთებზე.
ამავდროულად კი დარწმუნდეთ, რომ თქვენი ოფისის დეკორი ქმნის პროფესიონალურ იმიჯს, რომლის ჩვენებაც გსურთ.
შეეცადეთ უზრუნველყოთ მშვიდი და წყნარი გარემო
თუ თქვენს სახლში პატარა ბავშვები ან ძაღლები არიან, ეცადეთ განაცალკევოთ ისინი სამუშაო სივრცისგან.
შესაძლოა ეს მისია რთული აღმოჩნდეს თქვენთვის, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული ჩვევები, რომლის დროსაც შეიძლება დაგეგმოთ შეხვედრები.
კიდევ ერთი ვარიანტია, რომ სხვამ იზრუნოს თქვენს შვილებზე ან შინაურ ცხოველებზე (თქვენს სახლში ან მის გარეთ).
დარწმუნდით, რომ თქვენი შვილები დისტანციას იკავებენ
ბავშვებმა (განსაკუთრებით მცირეწლოვანებმა) არასდროს არ უნდა შეგიშალონ ხელი, მითუმეტეს როდესაც კლიენტებთან ონლაინ შეხვედრები გაქვთ.
კლიენტებთან შეხვედრისას, ოთახის კარზე “ნუ შემაწუხებთ” ნიშნის გამოყენებით და ბავშვებისთვის იმის თქმით, რომ არ დააკაკუნონ კარზე და არ შემოვიდნენ, რათა არ შეგიშალონ ხელი.
სახლი და ბიზნესი მშვიდობიანად შეიძლება თანაარსებობდეს, თუ თქვენ შეძლებთ განაცალკევოთ ისინი ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 5 ეფექტური სიტყვა, რომელიც უნდა გამოიყენოთ ბიზნეს შეხვედრებზე | მოლაპარაკებები და შეთანხმების სტრატეგია