კარგია, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები უსმენენ თავიანთი მომხმარებლების ინტერესებს, რჩევებსა თუ მოთხოვნებს, მაგრამ ბევრად უკეთესია, როდესაც ბიზნესი ითვალისწინებს ამ უკუკავშირს და არსებითად ცვლის საკუთარ ბიზნესს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭიროებები.
სწორედ აქ დგება მომხმარებელთა გამოკითხვების საჭიროება, რადგან მათ გარეშე თქვენ არ გეცოდინებათ კონკრეტულად რა აკლია თქვენს ბიზნესს და რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რათა უზრუნველყოთ უკეთესი მომსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარტივი ჩანდეს მომხმარებლებისთვის იმის კითხვა, თუ რას ფიქრობენ ისინი თქვენს ბიზნესზე, როგორ შეაგროვებთ ამ მონაცემებს და გაანალიზებთ პასუხებს?
რა შეიძლება ითქვას იმ უკუკავშირზე, რომელიც მიიღეთ პირისპირ ურთიერთობისას? არიან თუ არა ეს მომხმარებლები გულწრფელნი თქვენს მიმართ, თუ ერიდებიან კრიტიკულ კომენტარებს იმის გამო, რომ გული არ გატკინოთ?
მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვების პროცესი შეიძლება გამარტივდეს მათთვის ელ.ფოსტაზე კითხვარის გაგზავნით.
მრავალფეროვანი კითხვების დასმა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი მომხმარებლების საჭიროებები, თუ რა სურთ მიიღონ თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურებიდან.
გამოკითხვა გაწვდით უამრავ მონაცემს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი.
-
რისი ცოდნა გსურთ?
კვლევების გამოყენება შესაძლებელია ბაზრის კვლევის, განვითარების, ან თქვენს მომხმარებლებთან ან კლიენტებთან დასაკავშირებლად.
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რისი ცოდნა გსურთ. გამოკითხვები შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კომპანიისათვის უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად.
მაგალითად, კვლევების გამოყენება შეგიძლიათ:
- ახალი პროდუქტის ან მომსახურების იდეების შესახებ უკუკავშირის მისაღებად;
- მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზომად და იმ სფეროების მოსაძიებლად, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს;
- თქვენი ყველაზე მომგებიანი მომხმარებლებისა და მათზე გავლენის მქონე ფაქტორების დასადგენად.
-
დასვით სწორი შეკითხვები
გამოკითხვები შესანიშნავია ორი ტიპის მონაცემთა შესაგროვებლად: ობიექტური ფაქტები და სუბიექტური ინფორმაცია.
თუ თქვენი მიზანია ყველაზე მომგებიანი მომხმარებლების იდენტიფიცირება, უნდა შეაგროვოთ როგორც ობიექტური დემოგრაფიული მონაცემები (ასაკი, ოჯახური მდგომარეობა), ასევე სუბიექტური ინფორმაცია (ქცევები, ინტერესები და მოსაზრებები).
თუმცა ორივე შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კითხვის დასმა დიდ გავლენას ახდენს მიღებულ პასუხზე.
ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ყველა შეკითხვა, რომელსაც კითხვარში გამოიყენებთ, უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს.
რას მოგცემთ ეს შეკითხვა? შეცვლის თუ არა მისგან მიღებული ინფორმაცია, თქვენი ბიზნესის მიმართულებას?
-
შექმენით და შეამოწმეთ თქვენი გამოკითხვა
ახლა აუდიტორიის გამოკითხვის უმეტესი ნაწილი ინტერნეტით ტარდება. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენიმე ხელმისაწვდომი, ადვილად გამოსაყენებელი ონლაინ გამოკითხვის საშუალებები, როგორიცაა SurveyMonkey, Typeform ან Google Forms.
თითოეულ ვარიანტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ იმის მიუხედავად, თუ რომელს აირჩევთ, ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი გამოკითხვა, სანამ ის მომხმარებლებამდე მიაღწევს.
კვლევის შესამოწმებლად, გააზიარეთ იგი თანამშრომლებთან, მეგობრებთან და ოჯახთან, რათა მიიღოთ უკუკავშირის ფართო სპექტრი.
მოძებნეთ ორთოგრაფიული თუ გრამატიკული შეცდომები, ასევე დამაბნეველი შეკითხვები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი არ არის.
კვლევის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანია შეცდომების იდენტიფიცირება და გამოსწორება. ყოველივე ამის შემდეგ კი შეგეძლებათ ამ კითხვარის სამიზნე აუდიტორიისათვის გაზიარება.
გამოკითხვის შედეგად, მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით კი თქვენ შეძლებთ თქვენი ბიზნესის გარკვეული ასპექტების გაუმჯობესებას.
ყოველივე ეს დაგეხმარებათ ბიზნესის წარმატებაში და ასევე გაზრდის თქვენი ერთგული მომხმარებლების რიცხვს, როდესაც ისინი დაინახავენ, რომ თქვენ გაინტერესებთ და ითვალისწინებთ მათ აზრს და შეხედულებას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რატომ არის საჭირო ბაზრის კვლევა თქვენი ბიზნესისათვის | როგორ აუმჯობესებს მოგებას, უკეთესი მონაცემების შეგროვება
შეგახსენებთ, რომ AGIC • ეი ჯი აი სი გთავაზობთ ბაზრის კვლევის სერვისს.