კონკურენტების ანალიზი კორპორატიული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, კომპანიების უმეტესობა კონკურენტების კვლევის ჩატარებას ვერ ახერხებს სისტემატურად. ამ სტატიაში გაგაცნობთ რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი და როგორ შეგიძლიათ მისი ჩატარება.
რა არის კონკურენტების ანალიზი?
კონკურენტების ანალიზი გულისხმობს კონკურენტების იდენტიფიცირებასა და მათი ოპერირების შეფასებას. უფრო კონკრეტულად, კონკურენტული ანალიზის შედეგად გაიგებთ ვინ არიან თქვენი კონკურენტები. ასევე, გააანალიზებთ კონკურენტების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ანალიზის შედეგად გამოავლენთ ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშეებსა და პოტენციურ კონკურენტებს.
რისთვის გჭირდებათ კონკურენტების ანალიზი?
კონკურენტების ანალიზის შედეგად გაიგებთ ინფორმაციას არსებულ კონკურენტებზე. პირველ რიგში, გაარკვევთ იმას თუ ვინ არიან არსებული და პოტენციური კონკურენტები. ანალიზი მოგცემთ ინფორმაციას იმაზე თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები სწორად ან არასწორად. კონკურენტების ანალიზის შედეგად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უფრო წარმატებული მარკეტინგული სტრატეგია. კონკურენტების მდგომარეობის შეფასება დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის უკეთესად შეფასებაში. კონკურენტების ძლიერი მხარეების იდენტიფიცირების შედეგად გაიგებთ რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად. კონკურენტების უარყოფითი მხარეები გაჩვენებთ იმას თუ რა დამატებითი ღირებულება შეგიძლიათ შესთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს.
კონკურენტების ანალიზი კომპანიას ეხმარება დაადგინოს რა არის მისი უნიკალური ღირებულება. როგორ პოზიციონირდეს ბაზარზე და რა დამატებითი ღირებულება შესთავაზოს კლიენტებს. კონკურენტების ანალიზი ასევე გაჩვენებთ განვითარების პოტენციურ შესაძლებლობებს.
სწორად გაკეთებული ანალიზის შედეგად, კომპანია იღებს მონაცემებს, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება. კონკურენტული ანალიზის გაკეთების ბენეფიტები მოიცავს:
-
-
- კლიენტებისათვის უნიკალური ღირებულებების შეთავაზება
- სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა
- ბაზარზე ახალი საჭიროებების გამოვლენა
- ახალი სერვისების შექმნა ბაზრის საჭიროებების შესაბამისად
- ახალი მიზნობრივი სეგმენტების აღმოჩენა
-
როგორ ჩავატაროთ კონკურენტების კვლევა?
კონკურენტების კვლევა ტარდება კომპანიის მარკეტინგული გუნდის, ან საკონსულტაციო კომპანიის მიერ. კონკურენტების კვლევის წარმატებით ჩასატარებლად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო:
-
-
- ვინ არიან თქვენი კონკურენტები? – კვლევის ჩასატარებლად აირჩიეთ სწორი კონკურენტები
- დაადგინეთ კონკურენტი კომპანიების რომელი ასპექტების კვლევა და ანალიზი იქნება ღირებული
- დაადგინეთ ინფორმაციის სწორი წყაროები
- გაიგეთ კონკურენტების ანალიზი როგორ გამოიყენოთ თქვენი ბიზნესის გადაუმჯობესებლად
-
კონკურენტების კვლევა მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობაა. კვლევა მოითხოვს დიდ რესურსს, ამიტომ კომპანიების უმეტესობა მას საჭიროების შესაბამისად ვერ ატარებს. მიუხედავად იმისა რომ კონკურენტული ანალიზი არ არის მარტივი პროცედურა, მის შედეგად მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას. ამიტომ უმჯობესია გამოყოთ დრო და რესურსი კვლევის ჩასატარებლად.
როგორია კონკურენტების კვლევის პროცესი?
კონკურენტების კვლევის პროცესი შემდეგ ძირითად ეტაპებად იყოფა:
- კონკურენტების იდენტიფიცირება
- კონკურენტი პროდუქტების/სერვისების იდენტიფიცირება
- კონკურენტების პოზიციონირების განსაზღვრა და შეფასება
- კონკურენტი კომპანიების გაყიდვების ტაქტიკების კვლევა და ანალიზი
- კონკურენტების საფასო პოლიტიკის კვლევა და შეფასება
- კონკურენტი კომპანიების SWOT ანალიზი
კვლევის დასრულების შემდეგ, საკონსულტაციო ან მარკეტინგის გუნდი სიღრმისეულად აანალიზებს მიღებული ინფორმაციის გავლენას კომპანიის სტრატეგიაზე. კვლევის საფუძველზე იქმნება ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რამდენად ეფექტურია კვლევები თქვენი ბიზნესისათვის | კონკურენტული სტრატეგია
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. 0186, თბილისი, საქართველო