ერთ დღესაც თანამშრომელი, რომელშიც ინვესტიცია ჩადეთ, ასწავლეთ, ძლიერ წევრად აქციეთ, გადაწყვეტს კომპანიიდან წასვლას. ვერცერთი მენეჯერი ამ ფაქტს იოლად ვერ ეგუება. ამჟამინდელი ტენდენციების თანახმად, ადამიანები ბევრად სწრაფად ტოვებენ სამსახურს, ვიდრე ადრე. თანამშრომლები კარიერული კუთხით იზრდებიან, ვითარდებიან. მათ შეუძლიათ განამტკიცონ საკუთარი როლი კომპანიაში და წინ წავიდნენ. თუმცა, ყველა კომპანია ვერ აძლევს თანამშრომლებს კონკრეტულ ეტაპზე განვითარების საშუალებას. აქ ჩამოთვლილია ის პუნქტები თუ რას უნდა მიაქციონ მენეჯერებმა ყურადღება, რათა თანამშრომლებმა არ დატოვონ კომპანია.
მხარი დაუჭირეთ მათ
მიულოცეთ თანამშრომლებს ახალი შესაძლებლობები. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ მიზნის მისაღწევად.
უთხარით, რომ კარგი იყო მათთან მუშაობა და დიდი წვლილი შეიტანეს კომპანიის განვითარებაში. ახლა კი დროა მათ წასვლის უფლება მისცეთ.
მადლობა გადაუხადეთ მათ
გაიხსენეთ ყველა დეტალი, რომლებშიც თქვენმა თანამშრომლებმა შეიტანეს წვლილი კომპანიის განვითარებისთვის.
ხაზი გაუსვით მათ საუკეთესო თვისებებს. მადლობა გადაუხადეთ დროისთვის, რომელიც თქვენს გუნდს დაუთმეს. უთხარით, რომ მათთან მუშაობის პროცესი თქვენთვის სასიამოვნო იყო.
იყავით ცნობისმოყვარე
ამ ყველაფრის შემდეგ ნათელია, რომ მხარს უჭერთ თქვენს თანამშრომლებს. ასე ბევრად უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უქმნით ინფორმაციის მისაღებად.
დაიმახსოვრეთ, შესაძლოა თანამშრომლები არ იყვნენ მზად გულწრფელი საუბრებისთვისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადეთ იყოთ მათთან გახსნილი, რათა შემდეგ ისინიც ასევე მოიქცნენ.
ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში შეცდომების გამოსწორებასა და განვითარებაში. თანამშრომლებმა შესაძლოა ღიად ისაუბრონ თქვენთან, მაგრამ არა დეტალურად.
ადამიანების უმეტესობა თავს იკავებს ნეგატიური აზრების გამოხატვისგან.
თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ რას მიიღებენ მომავალი სამსახურისგან, რომელიც მოგცემთ საშუალებას გაიგოთ რისი შეთავაზება ვერ შეძელით მათთვის.
პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებას
უფლება მიეცით თანამშრომლებს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები კომპანიაში დარჩენასთან დაკავშირებით. თუ ისინი გადაწყევტენ წასვლას, უბრალოდ მადლობა გადაუხადეთ გაწეული შრომისთვის.
გაიგეთ თანამშრომელთა ინტერესები
ზოგჯერ თანამშრომელები უკმაყოფილოები არიან, თუმცა მზად არ არიან კომპანიის დასატოვებლად. სურთ დარჩნენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ თქვენს გუნდში არ არის ის შესაძლებლობები, რაც მათ სურთ.
ისინი შეეცდებიან სხვა სამუშაოს პოვნას. დარწმუნდით, რომ მათ ნამდვილად სურთ გუნდის დატოვება. შესაძლოა, უბრალოდ როლის შეცვლა სურთ გუნდში ან ხელფასის გაზრდა. თუ მსგავსი საკითხებით პრობლემის გადაჭრა და თანამშრომლის შენარჩუნება შესაძლებელია ჩაუღრმავდით მათთან ამ თემაზე საუბარს.
შეახსენეთ დრო როდესაც ისინი გუნდში მუშაობდნენ
არ გააუქმოთ შეხვედრები მხოლოდ იმის გამო, რომ თანამშრომლები გტოვებენ. თქვენ უნდა შეახსენოთ მათ, რომ ისინი თქვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ.
ეს არის პატივისცემის გამხატულება ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. აუცილებელია მათ პროფესიონალური კუთხით მიუდგეთ, რადგან შესაძლოა ერთ დღესაც ის ადამიანი თქვენი მენეჯერი გახდეს.
არ იყოთ მკაცრი საკუთარი თავის მიმართ
როდესაც თანამშრომელი ტოვებს კომპანიას ეს იმას არ ნიშავს, რომ თქვენ გააკეთეთ რამე ცუდად.
ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ მოგემზადებინათ თანამშრომლები ახალი გამოწვევებისთვის და შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.
ისწავლეთ თქვენი შეცდომებიდან. დაუჭირეთ მხარი თქვენს გუნდს, შექმენით წარმატებული გარემო და განაგრძეთ წინსვლა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: კარგ მენეჯერს უნდა შეეძლოს ადამიანში ნიჭის აღმოჩენა | როგორ ჩავრთოთ ახალი თანამშრომელი კომპანიის საქმიანობაში ეფექტურად