საბუღალტრო მომსახურება
თითოეულ მცირე თუ დიდი მასშტაბის კომპანიას წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებლად სჭირდება ფინანსური მდგომარეობის ზუსტი შეფასება, შესაძლებლობების, უპირატესობებისა და დანაკლისების განსაზღვრა, ყოველივე ამის საბუღალტრო მომსახურება უზრუნველყოფს.
რა არის ბუღალტერია და რატომ სჭირდება კომპანიას ბუღალტრის მომსახურება ყოველდღიურ საქმიანობაში?
ბუღალტერია თავის მხრივ გულისხმობს ანგარიშების, აღრიცხვის წარმოების თავისებურებებს. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სწორი ბუღალტერიის წარმოება ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზუსტი აღრიცხვის გარეშე წარმოუდგენელია საწარმოს სრულყოფილი ფუნქციონირება.
რისთვის გვჭირდება სწორი ბუღალტრული აღრიცხვა?
ბუღალტრული აღრიცხვა ეხმარება კომპანიებს ციფრების დალაგებასა და მოწესრიგებაში, არსებული ფინანსური სურათის სწორად წარმოდგენაში. სწორი ბუღალტრული აღრიცხვა არამარტო რისკებსა და საფრთხეებს აგვარიდებს, არამედ კომპანიის წარმატებასა და განვითარებაშიც შეგიწყობთ ხელს. გაამარტივებს ფინანსურ რეპორტინგს, გადასახადების დეკლარირებასა და დაგეგმვის პროცესს.
რატომ უნდა გამოვიყენოთ საბუღალტრო პროგრამა?
დღესდღეობით ანგარიშგების პროცესი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საბუღალტრო პროგრამებზე, რომელიც თავის მხრივ ბევრად აჩქარებს მუშაობის პროცესებს. რაც ზოგავს ბუღალტრის შრომას, უზრუნველყოფს დროის ეფექტურ გამოყენებასა და უფრო მეტი სიზუსტით მუშაობის შესაძლებლობას. განსხვავებით წინა წლებთან, საქართველოში საბუღალტრო პროგრამები სამუშაოდ ნელ-ნელა კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული ხდება.
რა უნარების სჭირდებათ ბუღალტრებს თანამედროვე გამოწვევების პირობებში?
არსებული სტანდარტებისა და მიდგომების კვალ და კვალ ბუღალტრებისთვის საჭირო კვალიფიკაციას აღარ წარმოადგენს მხოლოდ სწორი ანგარიშგებისა და აღრიცხვის ცოდნა. მათ ბევრი ახალი უნარი სჭირდებათ, რათა მაქსიმალურად მოერგონ არსებულ გამოწვევებს. მათ შორისაა წარმოების ბუღალტერიის ცოდნაც. როგორებიცაა: მზა პროდუქტის კალკულაცია, ინვენტარიზაცია, დანაკლისების სწორი და დროული აღმოჩენა და სხვა. მთავარი ბუღალტერი ყველა ამ უნარის მატარებელი უნდა იყოს. ამას გარდა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნაც სასურველია.
რატომ უნდა ავირჩიოთ სერტიფიცირებული ბუღალტერი?
კომპანიის წარმატებისთვის არამარტო ბუღალტრული საქმიანობის სწორი წარმართვა, ასევე აუცილებელია სერტიფიცირებული ბუღალტერიც, რომელიც კარგად იცნობს თანამედროვე სტანდარტებითა და კანონმდებლობით არსებულ საგადასახადო პროცესებს.
მაგალითად თუ საქმე ეხება მცირე ბიზნესს და მცირე ბიზნესის ბუღალტერიას, ამ შემთხვევაში საგადასახადო პროცესების სხვაგვარად უნდა წარიმართოს. მცირე ბიზნესის ბუღალტერია შედარებით განსხვავებული პროცესია, რადგან ამგვარი ბიზნესის სტატუსი განაპირობებს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს. კერძოდ არსებულ სტანდარტულ საშემოსავლოს 20% მაგივრად მცირე ბიზნესის მფლობელს მხოლოდ 1% გადახდა უწევს. ყოველივე ამის ეფექტურად განსახორციელებლად კი აუცილებელია სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც სრულყოფილად იცნობს თანამედროვე საკანონმდებლო სისტემასა და ფლობს ყველა საჭირო ინფორმაციას.
მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე არსებობს როგორც მრავალჯერადი ასევე ერთჯერადი საბუღალტრო მომსახურება, რომელიც ახორციელებს ყველა სტანდარტულ საბუღალტრო საქმიანობას და მაქსიმალურად მორგებულია კომპანიის გრძელვადიან თუ მოკლევადიან სამოქმედო გეგმას.
AGIC გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მაღალი ხარისხის საბუღალტრო მომსახურებას,საბუღალტრო პროგრამისა და მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული ბუღალტრების დახმარებით. კომპანია გაგიწევთ როგორც გრძელვადიან ასევე ერთჯერად საბუღალტრო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:
მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა;
შუალედური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
ერთჯერადი, ყოველთვიური ან წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
კონსულტაცია ბუღალტრულ საკითხებში..
ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს და ცდილობს მოერგოს კლიენტთა მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა შეგვიძლია როგორც ჩვენს ოფისში, ასევე თქვენს კომპანიაში ჩვენი თანამშრომლის მივლინებით.
კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130 (237)
ელ-ფოსტა: info@agic.ge