საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტი
ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება არსებული ფინანსური ანგარიშების ობიექტური შეფასება და გამოკვლევა, რომელიც ზედმიწევნით სწორად და სამართლიანად ასახავს კომპანიაში არსებულ თუ განვლილ ფინანსურ მდგომარეობას. ყოველივე ამაში აუდიტი დაგეხმარებათ.
რა არის აუდიტი/აუდიტორის მიზანი?
აუდიტი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმერ კომპანიაში. ის გულისხმობს ხარჯების გადახედვის მონიტორინგისა და შეფასების პროცესს. ამა თუ იმ კომპანიის შიდა დეპარტამენტების მუშაობის ხარიხის გაზომვა, ბიუჯეტირება და თანხების ხარჯვის მონიტორინგი, სწორედ აუდიტის სამსახურის ამოცანაა. საგადასახადო კონსულტაციები და საგადასახადო ანგარიშსწორების შემოწმება, შეცდომებისა და ბოროტმოქმედებათა გამოვლენა, თაღლითური ქმედებების გამოაშკარავება და სხვა.
აუდიტორის მიზანია კომპანიის ინვესტორები და მომხმარებლები უზრუნველყოს ზუსტი, სანდო ინფორმაციით და ციფრების მეშვებით დაარწმუნოს საზოგადოება ინფორმაციის სინამდვილეში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განახორციელოს ეფექტიანობის აუდიტი.
რას მოიცავს აუდიტი და როგორ მიმდინარეობს აუდიტის პროცესი?
ყოველწლიურად კომპანიების დიდი ნაწილი აწარმოებს აუდიტს თავის ფინანსურ ანგარიშგებებში, რათა არ მოხდეს ისეთი დარღვევები როგორებიცაა: კორუფცია, თაღლითობა, ფულადი სახსრების არამიზნობრივად გაფლანგვა და სხვა. აუდიტის წარმოების პროცესში შეიძლება ჩართული იყვნენ, აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა სახის აუდიტორულ მომსახურებას. თავისმხრივ, აუდიტორული მომსახურებაც განსხვავებულია კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
როგორია აუდიტის ძირითადი ტიპები?
ძირითადად არსებობს სამი ტიპის აუდიტი: გარე აუდიტი, შიდა აუდიტი, შიდა შემოსავლების სამსახურის აუდიტი.
გარე აუდიტს ტარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში აუდიტის მიზანია აღრიცხოს და ანგარიშგების სისტემა, გააკეთოს აუდიტორული დასკვნა, რასაც ხშირად ფინანსურ აუდიტსაც უწოდებენ. ფინანსური აუდიტი ემყარება ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
შიდა შემოსავლების აუდიტი აფასებს გადასახადების გადამხდელის დეკლარაციების სიზუსტეს, ამოწმებს ამა თუ იმ პროცესის ჭეშმარიტებას. შიდა აუდიტი კომპანიის შიგნით არსებული პროცესების კონტროლის, პროცესების მართვის მიზნით იქმნება.
არსებობს სახელმწიფო და კერძო აუდიტი, ასევე საგადასახადო აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის ძირითადი მიზანია ხელი შეიწყოს საჯარო მმართველობის ეფექტურ ფუნქციონირებას, ანგარიშვალდებულებასა ფინანსური სახსრების ადეკვატურად გამოყენებას.
კერძო აუდიტს ახორციელებენ აუდიტორული კომპანიები. რომლებიც ეწევიან სხვადასხვა ტიპის საგადასახადო მომსახურებასა და საგადასახადო კოსნულტაციას. ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება აუდიტორული კომპანიების რეიტინგს.
საგადასახადო აუდიტი გულისხმობს გასული ან მიმდინარე (მიმოხილვას დაქვემდებარებული) პერიოდის სამეურნეო ოპერაციების საგადასახადო მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების შემოწმებას.
ეფექტიანობის აუდიტით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რამდენად ეფექტიანად დაიხარჯა კომპანიის ფინანსური რესურსი.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC • ეი ჯი აი სი გთავაზობთ საგადასახადო აუდიტს, რომელიც მოიცავს ყველა პროცედურას ეფექტიანი აუდიტის ჩასატარებლად:
• გასული პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას
• მიმდინარე პერიოდის საგადასახადო მიმოხილვას
• საგადასახადო რისკების შესწავლას
• საგადასახადო დიუ დილიჯენსს
მომსახურების შედეგად თქვენ მიიღებთ წერილობით ანგარიშს, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზი, საგადასახადო რისკის სავარაუდო დონე და მათი განეიტრალების გზები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. თბილისი, საქართველო