AGIC

Audit and Consulting Company

საკონდიტრო პროდუქციის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

AGIC
ნოე 20, 2020 ინდუსტრიის კვლევები 0 Comment

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საკონდიტრო პროდუქციის წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება მოცემულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.

რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.

კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება. მოცემული კომპანიები ეკუთვნის მესამე კატეგორიის კომპანიებს, რომელთგანაც არც ერთი ანგარიშგება არ არის აუდირებული. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 17-ს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საკონდიტრო პროდუქტების  ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე, მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ვებგვერდიდან.

კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით. 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოსავლების მიხედვით, ტოპ 5 მწარმოებელი კომპანია შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ტკბილი ქვეყანა
2. საკონდიტრო მადარტი (შპს “არბო 2009”)
3. შპს “გეოკონდიტერი”
4. ანტრე (შპს “ანტრე 2008”)
5. საკონდიტრო “ბელა” (შპს “კონდი”)
კვლევის სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე.
ასევე იხილეთ პურის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

გაეცანით ინდუსტრიის კვლევებს კომპანია AGIC-ის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელ–ფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო

PrimeGlobal წლის ასოციაცია გახდა IAB Awards-ზეPrevious post
ინვოისების მართვის სისტემა – InvoiceOceanNext post

  • Facebook
  • LinkedIn

Book an appointment with Personnel Calendar using SetMore

ჩვენ შესახებ

  • კომპანიის შესახებ
  • პარტნიორები
  • ჩვენი გუნდი
  • წევრობა

კონტაქტი

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი,
სართული 4. თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ-ფოსტა: info@agic.ge

AGIC. 2021. All Rights Reserved.