აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საქართველოს სარესტორნო ბიზნესის კვლევა ჩაატარა, რომელიც მომზადდა 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევაში განხილულია რესტორნები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 42-ს.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რესტორნების მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი მათ რაოდენობაზე, ფინანსურ მაჩვენებლებზე, მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან.
კვლევა მიმოიხილავს რესტორნებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 247 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 468 მილიონ ლარს.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებულ რესტორნებს, გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 3%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 29%.
გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის და გადახდის უნარიანობის შესახებ.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა რესტორნების 2019 წლის საშუალო მონაცემები. მოცემული 42 რესტორნიდან 1 განეკუთვნება პირველ კატეგორიას, 5 მეორე კატეგორიას, 36 კი მესამეს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კვლევის ბმულს:
ასევე, იხილეთ ჩვენი განხორციელებული კვლევა ავეჯის ინდუსტრიაზე