აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება მოცემულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2019 წლის მონაცემებს, კვლევაში განხილული იქნება სასტუმროები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 81-ს.
კვლევის შედეგები
ბაზრის ზოგადი მიმოხილვა
საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 2019 წლის ჩათვლით სტაბილურად მზარდი იყო, ხოლო 2020 წელს 628 ერთეულით შემცირდა, რაც არსებულმა პანდემიურმა სიტუაციამ განაპირობა. თუმცაღა, ნავარაუდებია, რომ 2025 წლისთვის საქართველოში განთავსების საშუალებების გაორმაგებაა მოსალოდნელი, ვინაიდან მზარდია ტურიზმი და ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში.
კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის ჩათვლით სტუმართა და მათ შორის არარეზიდენტთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა სტაბილურად მზარდია, გარდა 2020 წლისა, როცა 41%-ით შემცირდა.
ინდუსტრიის კვლევის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო