
შაჰარიარ ჰაკიმი
საინვესტიციო პროექტების მრჩეველიშაჰარიარ ჰაკიმი არის Solsuus LLC-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
როგორც საერთაშორისო კორპორატიულ იურისტს, მას აქვს 20 წლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ აზიაში.
1990 წელს მან დაამთავრა ჯორჯთაუნის სამართლის ცენტრი და იყო კოლუმბიის რაიონის გამგეობის წევრი.
ბატონი ჰაკიმი საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და მომხმარებლისთვის მუდმივად მაღალხარისხიანი და პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებით გამოირჩევა.
1990-იან წლებში იყო CT&H-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი (საერთაშორისო იურიდიული ფირმა და ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც რესურსებისა და დაფინანსების განვითარებას ეფუძნებოდა).
რომელიც მრავალ მილიარდ დოლარიანი ენერგეტიკული პროექტების მქონე მსხვილ საერთაშორისო ნავთობკომპანიას წარმოადგენდა.
ბატონი ჰაკიმი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს რამდენიმე ღონისძიებასა თუ ორგანიზაციას საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნით.
იგი იყო ჰაკიმის საქველმოქმედო ფონდის, HCF-ის მემკვიდრე, რომელიც დაფუძნდა 1958 წელს.
ასევე დირექტორთა საბჭოსა და ნდობით აღჭურვილი პირების საზოგადოების წევრი, რომელთა მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო (SPASDI, დაფუძნდა 1999 წელს.).
ასევე იგი იყო უნარშეზღუდული ბავშვების და ახალგაზრდების დაცვისა და დახმარების საზოგადოების წევრი (TAVANYAB, დაფუძნდა 1999 წელს).
ბატონმა ჰაკიმმა მხარი დაუჭირა SPASDI-ის მუშაობას სოციალურად დაუცველი სეგმენტის საჭიროებების მოგვარებაში, როგორიცაა შიდსი, ნარკოლოგია, ქალთა სტატუსი, უფასო ფიზიკური რეაბილიტაცია 14 წლამდე ბავშვებისთვის.
7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა SPASDI-ის 2003 წლის მიწისძვრის სასწრაფო დახმარებას Bam-ში.
ასევე ეხმარებოდა პროექტებისა და დაფინანსების განვითარებაში საერთაშორისო და ამერიკელ დონორ ორგანიზაციებს.