აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC გთავაზობთ შეჩერებული მშენებლობების ზარალის შეფასებას.
კომპანია AGIC-ის აუდიტორული გუნდი ფინანსური და საგადასახადო აუდიტის გარდა ახორციელებს სპეციალური დანიშნულების აუდიტს. სპეციალური დანიშნულების აუდიტი ეხება შეჩერებული მშენებლობების ზარალის შეფასებას. AGIC-ის მიერ გაცემული დასკვნა მისაღებია როგორც ქალაქ თბილისის მერიისათვის, ასევე სხვა საჯარო უწყებებისთვის.
რას გულისხმობს შეჩერებული მშენებლობების ზარალის შეფასება?
ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეჩერებული მშენებლობების დასრულებაა. თუ კომპანიას სურს შეჩერებული მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, უნდა დაუკვეთოს სპეციალური დანიშნულების აუდიტი. აუდიტორული კომპანია სერვისის შედეგად შეაფასებს შეჩერებული მშენებლობის ზარალს.
აუდიტის პროცესში ითვლება ზარალი. აუდიტორული კომპანია ზარალს ითვლის ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და სასამართლო დადგენილების საფუძველზე. არსებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება რა სახის ზარალია მიყენებული: ქონებრივი თუ თანხობრივი. ასევე, რა სახის ზარალი მიადგათ კონკრეტულ პირებს ან მთლიანად კომპანიას. დამუშავებული მონაცემების საფუძველზე კომპანია AGIC-ის აუდიტორული გუნდი გასცემს დასკვნას.
შეჩერებული მშენებლობების ზარალის შეფასება ინდუსტრიის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. კომპანია AGIC-ის სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენს გუნდს სხვადასხვა სახის სერვისი აქვს გაწეული შემდეგი სამშენებლო კომპანიებისათვის:
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. 0186, თბილისი, საქართველო