სწორი გადაწყვეტილებების მიღება განსაზღვრავს პიროვნების განვითარების გზას და ასევე მის საბოლოო შედეგს. თუმცა გადაწყვეტილებები არის მხოლოდ პირადი მიზნებისათვის.
ისინი ასევე დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
გააფართოვეთ თქვენი ქსელი
თქვენს მიერ დაკომპლექტებულ კომპანიას შეუძლია შეაფასოს თქვენი წარმატება. ქსელის გაფართოება შესანიშნავი საშუალებაა იმ ადამიანების გასაცნობად, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს. თქვენი ქსელის გაფართოება არის გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე კავშირების მშენებლობის გზით, არამედ გეხმარებათ პიროვნულად განვითარებაშიც.
მოიძიეთ ჯგუფები და შექმენით ქსელის გაფართოების სტრატეგია. ქსელის შექმნა ასევე შესანიშნავი გზაა თქვენს ინდუსტრიაში ახალი ამბების მარტივად მისაღებად. თქვენ მოისმენთ ახალ იდეებს და მოსაზრებებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის განვითარებაში.
გადაანაწილეთ უფლებები და მოვალეობები
თუ თქვენ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებთ, ამან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი გუნდის შემოქმედებითობა.
მნიშვნელოვანია მოვალეობების გადანაწილება, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს ორგანიზაციაში მყოფ ადამიანებს. გადაანაწილეთ პასუხისმგებლობა თქვენს თანამშრომლებზე და დაუსახეთ მიზნები.
დელეგირება ასევე საშუალებას გაძლევთ, ყურადღება გაამახვილოთ რაიმე ახალზე. თქვენ უფრო ხელმისაწვდომი ხართ ისეთი შესაძლებლობებისთვის, როგორიცაა ახალი უნარების ათვისება, ახალი ბაზრების შესწავლა ან ახალი პროდუქტების შემუშავება. ამგვარი ცვლილებები პირადი ასევე ბიზნესის ზრდის საწინდარია.
გაფილტვრა
შესანიშნავი გადაწყვეტილებაა თქვენი ბიზნესის პროცესებისა და პროდუქტების გაფილტვრა ან შემოწმება.
თუ ინვესტიცია ისეთ სერვისში ან პროდუქტში გაქვთ ჩადებული, რომელიც არ მუშაობს და ხარჯავს თქვენს რესურსებს, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
შეიძლება ასევე დაგჭირდეთ გადახედოთ თქვენს ურთიერთობას გარკვეულ კლიენტებთან, რომლებიც არ არიან შესაფერისი თქვენი ბიზნესისათვის.
შესაძლებელია დაგჭირდეთ თქვენი ბიზნესის გაყიდვა ან შეჩერება, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, მაგრამ უბრალოდ მომავალი არ აქვს.
„გაფილტვრა“ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში. თქვენს რესურსებს გახდის უფრო პროდუქტიულს და დაგაზოგინებთ ზედმეტ ხარჯებს.
როგორ უნდა შეინარჩუნოთ მიღებული გადაწყვეტილებები
პირადი და ბიზნესის გადაწყვეტილებების მიღება მარტივია, მაგრამ მათი განხორციელება უფრო რთული.
- განათავსეთ თქვენი რეზოლუციები საჯაროდ. გაუზიარეთ სხვებს ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც გსურთ თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. როდესაც სხვა ადამიანები თქვენგან კონკრეტულ ქმედებებს მოელიან, თქვენ უფრო მეტი მოტივაციით იმოქმედებთ თქვენი მიზნების მისაღწევად.
- გყავდეთ ანგარიშვალდებული პარტნიორი. ეს არის ის ადამიანი, ვინც არ მოგცემთ საშუალებას ფარხმალი დაყაროთ და უარი თქვათ დასახული მიზნების განხორციელებაზე.
- ყურადღება გაამახვილეთ თქვენი პიროვნების შეცვლაზე. მუდმივი ცვლილებების განხორციელება მოითხოვს თქვენი იდენტურობის შეცვლას. იფიქრეთ საკუთარი თავზე, როგორც მზარდ ბიზნესის ლიდერზე და უფრო მეტი მონდომებით შეასრულებთ თქვენს გადაწყვეტილებებს.
ერთი შეხედვით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, რადგან გზაზე შეიძლება ბევრი დაბრკოლება დაგხვდეთ.
თუმცა თუ გაითავისებთ ამ გადაწყვეტილების მიზანს და იმას, რომ ეს არამხოლოდ კარიერული კუთხით გაგზრდით, არამედ დაგეხმარებათ პიროვნულ განვითარებაშიც, შეძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას და საბოლოო მიზნის მიღწევას.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: რომელი ორგანიზაციული სტრუქტურა შეეფერება თქვენს ბიზნესს | როგორ დავიწყოთ ბიზნესი