თამუნა გობეჯიშვილი
შიდა აუდიტორისამუშაო გამოცდილება: თამარი AGIC●ეი ჯი აი სი-ს გუნდს 2020 წელს შემოუერთდა მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე, თუმცა მალევე ხარისხის კონტროლის მენეჯერად გაწინაურდა.საქმისადმი სიყვარული და თავდაუზოგავი შრომა თამარის ხასიათის განუყოფელი ნაწილია.
თამარის გამოცდილება ბუღალტერიაში მრავალწლიან სამუშაო პრაქტიკას ითვლის.მას უმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: შპს “თიემსი”, შპს “როდლი და პარტნიორები აუდიტი”, შპს “ომეგა მოტორსი”, სს “მედინსერვი”.
განათლება: თამარმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სერთიფიცირება გაიარა კორპორაცია “IMS”-ში, ხოლო შემდგომ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში“ და „პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში“.
თამარს დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი უცხო ენის სწავლების თეორია -პრაქტიკა და კულტურათშორისი კომუნიკაციის სპეციალობით.