აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება მოცემულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული კომპანიები ეკუთვნის მეორე და მესამე ზომით კატეგორიებს, აქედან აუდირებულია მხოლოდ 2 კომპანია.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 8-ს.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ტექსტილისა და ტანსაცმლის ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე, მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ვებგვერდიდან.
კვლევის შედეგები
კვლევა მიმოიხილავს ტექსტილისა და ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 110 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი კი 92 მილიონ ლარს. კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 6%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 9%.
გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა 2018 წლის კომპანიების საშუალო მონაცემები კატეგორიების მიხედვით.
მოცემული 9 კომპანიიდან ორი კომპანია ერთიანდება მეორე კატეგორიაში, ხოლო ნადარჩენი 7კომპანია წარმოადგენს მესამე კატეგორიას.
ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიის კვლევის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
ასევე იხილეთ ავეჯის ინდუსტრიის კვლევა