თინათინ ცომაია

თინათინ ცომაია

საგადასახადო და ბუღალტრული დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო გამოცდილება: თინათინ ცომაია 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვა – ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტრის) პოზიციაზე.

იგი ასევე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი.

9 წლის განმავლობაში კი მუშაობდა სსპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციებზე. აუდიტის დეპარტამენტის შემოსავლების მთავარი სამმართველოს გაცვლითი საგადასახადო შემოწმების მთავარ აუდიტორად.

ასევე აუდიტის დეპარტამენტის მეთოდოლოგიის სამმართველოს მთვარ – ექსპერტ აუდიტორად, აუდიტის დეპარტამენტის სამმართლებრივ საკითხთა მთავარი სამმართველოს ხარისხის  სპეციალისტად.

4 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემდეგ პოზიციებზე: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის მრჩევლად და ფინანსური უზრუნველყოფის აღრიცხვა – ანგარიშგების სამმართველოს უფროს ეკონომისტად.

განათლება: თინათინმა დაამთავრა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

ასევე იგი იყო ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის მაძიებელი.

გავლილი აქვს ასს-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს შესაბამისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული პოლიგრაფიული ტესტირება (ეგრედ წოდებული – სიცრუის დეტექტორი);

“CAC” კავკასიის აკადემიურ ცენტრში საბუღალტრო საქმისა და ბიზნესის კანონმდებლობის სასწავლო კურსი (ხარისხი A).

საქართველოს ფინანსთა აკადემიაში – საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) კურსი. ტრენერთა ტრენინგი (Training of Trainers).

კურსი ორისის გამოყენებით – საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა/ანგარიშგება. კურსი -სავალდებულო და შერჩევითი ინვენტარიზაცია საბიუჯეტო ორგანიზებაში.

გამოქვეყნებული ნაშრომები: 2007 წ. – ჟურნალი გადასახადები #4. სტატია – “კრედიტოვანი ეკონომიკის თავისებურებანი საქართველოში”

2006 წ. – ჟურნალი  საქართველოს ეკონომიკა #10(107), “ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება”.

2005 წ. ჯურნალი ეკონომიკა #11, სტატია – “საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებელთა სისტემა”.