კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული სატრანსპორტო კომპანიები ეკუთვნის, პირველ მეორე და მესამე ზომით კატეგორიას.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2020 წლის მონაცემებს, კვლევაში განხილული იქნება სატრანსპორტო და დასაწყობების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 63-ს.
კვლევა მიმოიხილავს სატრანსპორტო და დასაწყობების დარგში არსებულ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა 2020 წელს აღემატება 1,693 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი კი 6,625 მილიონ ლარს.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებულ სატრანსპორტო კომპანიებს, გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 21%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 44%.
გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის და გადახდის უნარიანობის შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ტრანსპორტი და დასაწყობება