მოცემული კვლევა ემსახურება ტურისტული სააგენტოების ინდუსტრიის მიმოხილვას, არსებული ტენდენციების გამოვლენას, პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის დაწესებულებების 2019 და 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2019 და 2020 წლის მონაცემებს, კვლევაში განხილული იქნება ტურისტული სააგენტოები, რომელთა რაოდენობაც ჯამურად შეადგენს 29-ს (2019 წლის მონაცემებით).
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებულ ტურისტულ სააგენტოებს, გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 37%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 44%.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კვლევის ბმულს:
ტურისტული სააგენტოების ინდუსტრიის კვლევა საქართველოში