Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    კანონმდებლობა

    აუდიტის კანონმდებლობა იცვლება: რა უნდა იცოდნენ კომპანიებმა და აუდიტორებმა

    AGIC გუნდი
    აუდიტის კანონმდებლობა იცვლება: რა უნდა იცოდნენ კომპანიებმა და აუდიტორებმა

    გამოქვეყნდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი. ძირითადი სიახლეები:

    კომპანიებისთვის — ჯარიმები კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის:

    • IV კატეგორია – 500 ₾

    • III კატეგორია – 1 000 ₾

    • II კატეგორია – 5 000 ₾

    • I კატეგორია და სდპ – 10 000 ₾
      ⚠️ თუ ანგარიშგება ზედიზედ 2 პერიოდი არ წარდგება, ჯარიმა შეიძლება ხუთმაგი იყოს. 3 პერიოდის შემთხვევაში დამატებით ათმაგი ჯარიმა ემატება.
      ✅ IV კატეგორიის საწარმოებს 2024–2025 წლების ანგარიშგებისთვის მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცემათ.

    აუდიტორებისთვის:

    • შემოდის ახალი სტატუსი — „კანდიდატი აუდიტორი" — და მისი ცალკე რეესტრი

    • სდპ-ის აუდიტის გარიგება იდება 2-დან 10 წლამდე ვადით. ტენდერით შეიძლება 10 წლით გაგრძელდეს. ამის შემდეგ იმავე ფირმასთან ხელახალი გარიგება მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეიძლება.

    • გარიგების პარტნიორი უნდა შეიცვალოს არანაკლებ 7 წელიწადში ერთხელ

    • IESBA ეთიკის კოდექსის დარღვევისას აუდიტის უფლება 1–3 წლით ჩერდება

    • სამსახურს შეეძლება დოკუმენტაცია იმავე დღეს მოითხოვოს

    ℹ️ დოკუმენტი ჯერ პროექტის სტადიაზეა. ბაფმა მასზე კომენტარები 9 ოქტომბერს ჩამოაყალიბა.

    💼 AGIC დაგეხმარებათ, შეაფასოთ, როგორ შეეხება ცვლილებები თქვენს კომპანიას.