Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    AGIC · 2007 წლიდან

    ჩვენი პროექტები

    წარმატებული პროექტების პორტფოლიო სხვადასხვა ინდუსტრიაში

    სასათბურე მეურნოების განვითარების სტრატეგიული გეგმა

    კერძო ინვესტორის დაკვეთით მომზადდა ბიზნეს გეგემა, რომელიც მოიცავდა ქარხანა – სათბურის მშენებლობას სუბტროპიკული და ტროპიკული ინტერიერის (შიდა სივრცის) მცენარეების საწარმოებლად.

    კლიენტი: შპს კატლეია

    კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სტრატეგიული მარკეტინგი

    კერძო ბიზნესისათვის მოხდა ადგილობრივი ბაზრის კვლევა, კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შედგენა.

    კლიენტი: შპს სანტექ სერვისი

    ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს განვითარება

    სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, მომზადდა ბიზნეს გეგმა ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ, ასევე განხორციელდა ნუშის ადგილობრივი ბაზრის კვლევა.

    კლიენტი: შპს nutsge

    კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგია

    კერძო ბიზნესისასთვის მოხდა ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა, კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, ციფრული არხების შესწავლა და კამპანიების დაგეგმვა, გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება.

    კლიენტი: შპს AID GROUP

    მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება

    კერძო პირების დაკვეთით მომზადდა სხვადასხვა დანიშნულებისა და მიზნობრიობის ბიზნეს გეგმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის.

    კომპანიის განვითარების სტრატეგიული გეგმა

    კერძო ინვესტორისათვის მომზადდა კომპანიის განვითარების სტრატეგია, ასევე პროგრამის ფარგლებში მოხდა ბაზრის კვლევა.

    კომბინირებული საკვების საწარმოს მოწყობა

    სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამისათვის მომზადდა კომბინირებული საკვების საწარმოს მოწყობისა და შემდგომი განვითარების ბიზნეს გეგმა.

    კლიენტი: შპს ამბარი

    მავთულბადის საწარმოს მოწყობა

    პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზრის კვლევა და მავთულბადის საწარმოს მოწყობა და შემდგმომი განვითარებისათვის მომზადდა ბიზნეს გეგმა.

    კლიენტი: შპს El-GROUP

    გაზოფიბრობეტონის წარმოება საქართველოში

    ფიბრობეტონი წარმოადგენს ახალ კონსტრუქციულ მასალას. საწამოსათვის მომზადდა ბიზნეს გეგმა მისი შექმნისა და შემდგომი განვითარების შესახებ.

    კლიენტი: შპს პროგრეს საქართველო

    ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა და განვითარება

    პროექტი მომზადდა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამისათვის. მოხდა ბაზრის შესწავლა და მომზადდა ბიზნეს გეგმა არსებული საწარმოს შექმნისა და შემდგომი განვითარების შესახებ.

    კლიენტი: შპს მწვანე სახლი

    ბიზნეს ცენტრის განვითარების გეგმის შემუშავება

    პროექტი მოცავდა ბაზრის კვლევას, ბიზნეს ცენტრის განვითარებისათვის მომზადდა ბიზნეს გეგმა – სამი განსხვავებული სცენარით.

    კლიენტი: შპს დიდუბე მეგა ტრეიდი

    მცირე ფერმერთა ღირებულების ჯაჭვის განვითარების სტრატეგია აჭარის რეგიონში

    კვლევა მოიცავს აჭარის რეგიონში საექსპორტო ჯაჭვის მოდელების განვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით მთის რეგიონებში მდებარე მცირე ფერმერებისთვის.

    კლიენტი: Sense Selection

    მაკროეკონომიკური და საჯარო ფინანსების გარემოს ანალიზი

    კვლევა მოიცავს საქართველოს ეკონომიკური გარემოს მაკროეკონომიკურ ანალიზს, რომელიც საქართველოში გამოყენებულ იქნა UN-ისთვის, სამთავრობო ინსტიტუტების შეფასებისას.

    კლიენტი: UNDP

    რძის სექტორის შეფასება აჭარის რეგიონში

    კვლევა მოიცავს დეტალურ ინფორმაციას, აჭარის რეგიონში რძის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების შეფასებას. პროექტში მონაწილეობდა გარე კონსულტანტი Agricole France-დან.

    კლიენტი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "Eco Farm"

    სასათბურე მეურნეობის ბიზნეს სექტორის შეფასება

    პროექტი მოიცავდა მცირე და საშუალო სათბურის მწარმოებლების შეფასებას საქართველოში, სომხეთსა და ირანში.

    კლიენტი: სილქ უოთერ გრუპ

    მეცხოველეობის განვითარება

    პროექტი მოიცავდა განვითარებას დასავლეთ საქართველოში 1000 მეცხოველეობის ფერმის ფლეკიევის ჯიშებს.

    კლიენტი: სილქ უოთერ გრუპ

    რძის ფერმა ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი, ტექნიკური სახელმძღვანელო. პროექტი მოიცავდა რძის ფერმის შექმნას ჰოლშტეინის პირუტყვის ჯიშის გამოყენებით.

    კლიენტი: ენჯეო GBDC

    რძის ფერმა ბიოგაზის წარმოებით

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი. პროექტი უკავშირდება ინოვაციური მეთოდის გამოყენებას პირუტყვის ფერმის შესაქმნელად.

    კლიენტი: შპს დიდოსტატი

    რძის ფერმა Flekvieh ჯიშის გამოყენებით

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელება და ანალიზი. პროექტი დასავლეთ საქართველოში რძის ფერმის განვითარებას უკავშირდებოდა.

    კლიენტი: შპს Print Express

    სასტუმრო და სავაჭრო ცენტრის კომპლექსის განვითარება თბილისში

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი. პროექტმა გამოიმუშავა 80 მლნ დოლარის ინვესტიცია ორთაჭალაში.

    კლიენტი: შპს Conti Group

    თამბაქოს გადამამუშავებელი საწარმო

    პროექტი შემუშავდა საქართველოში თამბაქოს ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის ჩამოყალიბების მიზნით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ დოლარი იყო.

    კლიენტი: ომეგა ჯგუფი

    კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და საგადასახადო რეფინანსირების გეგმა

    კომპანიას ფინანსური ლიკვიდურობის პრობლემები და 50 მლნ ლარის გადასახადი ჰქონდა. პროექტის მიზანი იყო საგადასახადო რეფინანსირება და სტრატეგიის შემუშავება.

    კლიენტი: ომეგა ჯგუფი

    არასამთავრობო ორგანიზაცია აგორას სტრატეგიული გეგმის შემუშავება

    პროექტი მოიცავს ორგანიზაციის მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიას, მიმდინარე და წარსული პროექტების მიმოხილვას, სვოტ ანალიზს.

    კლიენტი: People in Need

    ხორცის წარმოება ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით

    პროექტის მიზანი იყო ხორცის წარმოებისთვის ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით 100 მეცხოველეობის ფერმის შექმნა.

    კლიენტი: შპს Bestville

    ანაკლიაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განვითარება

    პროექტის მიზანი იყო 17 მლნ ლარის ინვესტირება ანაკლიაში ძვირადღირებული სასტუმრო კომპლექსის შესაქმნელად.

    კლიენტი: შპს Next League

    სათბურის წარმოება თერმული წყლით

    ეკონომიკური კვლევა, ფინანსური გეგმა ცაიშის რაიონში, სამეგრელო.

    კლიენტი: საქართველოს ეროვნული ბანკი

    ნორვეგიის ორაგულის წარმოება ქობულეთში

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

    კლიენტი: შპს Georgian Aquaculture

    დეჰიდრატირებული ხახვის გადამამუშავებელი ქარხანა

    გერმანიის საერთაშორისო ხახვის გადამამუშავებელი ფირმისთვის მომზადდა პოტენციური და ტექნიკური შესწავლა საქართველოში ქარხნის ინტეგრირებისათვის.

    კლიენტი: GMBH Arona, გერმანია

    სალათის წარმოება deep float hydroponic სისტემის გამოყენებით

    ბიზნეს გეგმა, ტექნიკური განხორციელება ანალიზი, ტექნიკური სახელმძღვანელო.

    კლიენტი: ენჯეო Disabled children and family

    კენკრის წარმოება და გადამუშავება

    პროექტი მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მზარდი, სასაწყობე და გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას.

    კლიენტი: შპს Geosilkroad

    აფრიკის ლოქო და კანადის კალმახი

    პროექტი წარმატებით განვითარდა და ჩამოაყალიბა შესაბამისი პროდუქციის წარმოებით კახეთსა და ყაზბეგში.

    კლიენტი: შპს A.S.G

    ლოკოკინების წარმოება

    AGIC წარმოგიდგენთ ლოკოკინების ექსპორტზე ორიენტირებულ მეურნეობას. პროექტი მოიცავს 20,000 კვ.მ-მდე ფერმას, რომელიც წლიურად 8-12 ტონა პრემიუმ პროდუქტს აწარმოებს. ევროკავშირის ბაზრის მზარდი მოთხოვნა და არსებული პარტნიორული კავშირები უზრუნველყოფს გარანტირებულ ექსპორტს.

    ხილის გადამამუშავებელი საწარმო

    პროექტი ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა კომპოტებისა და მურაბების წარმოებას საგურამოში. 2,420 კვ.მ ფართობზე გაშენებული საწარმო აღჭურვილია ISO და HACCP სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით.

    უკრაინული პურის საცხობი

    ინვესტიცია ითვალისწინებს თანამედროვე საცხობის მშენებლობას, რაც 3-ჯერ გაზრდის წარმოების მოცულობას. პროდუქცია უკვე წარმოდგენილია წამყვან ქსელურ მარკეტებში: Europroduct, Fresco, Spar და სხვა.

    ორაგულის მეურნეობა

    AGIC წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიურ აკვაკულტურის პროექტს. საწარმო ორიენტირებულია ატლანტიკური ორაგულის წარმოებაზე საქართველოში.

    ნუშის გადამამუშავებელი საწარმო

    პროექტი ითვალისწინებს ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას მარნეულში, 90,000 კვ.მ ტერიტორიაზე.

    კოსმეტიკური საშუალებების წარმოება

    ინოვაციური კოსმეტოლოგიური პროდუქტების წარმოებაზე. ბიზნეს გეგმა მოიცავს მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზის მოწყობას.

    მეფუტკრეობის განვითარების ცენტრი

    პროექტი ითვალისწინებს რეგიონული მრავალფუნქციური მეფუტკრეობის ცენტრის მოწყობას. ინვესტიცია მოიცავს სასწავლო-სადემონსტრაციო სახელოსნოს, ლაბორატორიებსა და პროდუქციის გადამამუშავებელ ხაზებს.

    მეღვინეობა როკითი

    პროექტი ითვალისწინებს ბაღდათში 1,956 კვ.მ ფართობის თანამედროვე ღვინის საწარმოს მოწყობას. აქცენტი კეთდება პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის წარმოებაზე.

    ვარდისუბნის ბიო მამულები

    ინვესტიცია მოიცავს თელავში 4 ჰექტარზე ბიო ვენახის გაშენებას, სადაც გაშენდება ქისის, ხიხვის, საფერავისა და რქაწითელის ჯიშები.

    კომბინირებული საკვები და სათესლე ხორბალი

    პროექტი ითვალისწინებს კომბინირებული საკვებისა და სათესლე ხორბლის მაღალტექნოლოგიურ წარმოებას.

    ავტომატიზირებული სათბური

    პროექტი ითვალისწინებს 11 ჰექტარზე თანამედროვე ავტომატიზირებული სასათბურე მეურნეობის მოწყობას.

    რძის პროდუქტების წარმოება

    პროექტი მოიცავს კახეთში რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას.

    ღვინის ექსპორტი აშშ-ში

    ქართული ქვევრის ღვინის ექსპორტის პროექტი კალიფორნიაში, აშშ. სტრატეგია ფოკუსირებულია 16 სახეობის ტრადიციული ღვინის პოზიციონირებაზე პრემიუმ სეგმენტში.

    მოცვის სანერგე მეურნეობა

    პროექტი მოიცავს ზუგდიდში 2,856 კვ.მ ფართობის სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობას. ობიექტი წლიურად 250,000-მდე ჯანსაღი ნერგის გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

    კომბინირებული საკვების წარმოება

    პროექტი ითვალისწინებს გარდაბანში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმოს მოწყობას.

    თანამედროვე სადემონსტრაციო სოფელი

    ინოვაციური აგრო-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 9 ჰექტარზე კენკროვანი კულტურების (მაყვალი) გაშენებას.

    სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურა

    USAID-ის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

    მავთულბადის წარმოება

    პროექტი ითვალისწინებს მავთულბადის ადგილობრივ წარმოებას თანამედროვე დანადგარებით. მიზანია იმპორტის ჩანაცვლება.

    გაზოფიბრობეტონის წარმოება

    ინოვაციური სამშენებლო მასალების წარმოება: 350, 400 და 500 მარკიანი გაზოფიბრობეტონი. 1500 კვ.მ-ზე განთავსებული საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

    შესაფუთი მასალების წარმოება

    შესაფუთი მასალების ადგილობრივი წარმოება და ბრენდირება. პროექტი მოიცავს ქაღალდისა და ცელოფნის ნაწარმის ფართო ასორტიმენტს.

    საშრობი საწარმო

    სამრეწველო საშრობი საწარმოს ინვესტიცია სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქტების დამუშავებისა და შენახვისთვის.

    ალკოჰოლური საწარმო

    პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების წარმოება. პროექტი ორიენტირებულია ნიშურ, მაღალხარისხიან სეგმენტზე. გეგმა ითვალისწინებს წარმოების მოცულობის 6-ჯერ ზრდას 5 წლის განმავლობაში.

    დიდუბის სავაჭრო ცენტრის განვითარება

    დიდუბე მეგა ტრეიდის განვითარების გეგმა მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს: სპა, ფიტნესი და გასართობი ზონები.

    საოჯახო სასტუმრო კრწანისში

    პროექტი მოიცავს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრწანისში მდებარე საოჯახო სასტუმროს განვითარებას. 276 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტი.

    შალაურის სასტუმრო

    ინვესტიცია ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის განვითარებას კახეთში, სოფელ შალაურში. პროექტი ორიენტირებულია რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალზე.

    საცხოვრებელი კომპლექსი მარნეულში

    AGIC წარმოგიდგენთ 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტს მარნეულში. 3,600 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და თანამედროვე საპარკინგე ზონები.

    პრემიუმ დეველოპმენტი

    AGIC წარმოგიდგენთ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს მარნეულში. ინვესტიცია ითვალისწინებს თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.

    სასაწყობე პროექტი ნატახტარში

    სტრატეგიული სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება ნატახტარში. პროექტი მოიცავს თანამედროვე ტიპის საწყობის მშენებლობას.

    სასაწყობე ფართი წეროვანში

    ინვესტიცია ითვალისწინებს წეროვანში, 2,000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

    სამუშაოს მაძიებელი აპლიკაცია

    პროექტი ითვალისწინებს ინოვაციური აპლიკაციის შექმნას, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ფსიქოლოგიური ტესტების მეშვეობით აკავშირებს დამსაქმებელსა და მაძიებელს.

    სტრატეგიული მარკეტინგული განვითარება

    შემუშავებული სტრატეგია მოიცავს გაყიდვების დიგიტალიზაციასა და მართვის სისტემების ოპტიმიზაციას.

    ხანდაზმულთა თავშესაფარი

    AGIC-ის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების Nursing Home-ის მოწყობას თბილისის ზღვასთან. 400 კვ.მ-ზე განთავსებული სამედიცინო პანსიონატი.

    მანქანის გაქირავების სერვისი

    პროექტი ითვალისწინებს თბილისში ავტომანქანების გაქირავების თანამედროვე სერვისის განვითარებას.

    სპორტდარბაზის განვითარება

    AGIC-ის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სპორტდარბაზის მოწყობას გლდანში.

    ბუნებრივი ტექსტილის კვლევა

    კანაფისგან დამზადებული ბუნებრივი ტექსტილის ბაზრის კვლევა საქართველოში.

    ბუნებრივი და ბიო პროდუქტების ბაზარზე შესვლა

    პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ბიო და ნატურალური პროდუქტების პორტფელის გაფართოებას.

    ფოტოგრაფიის მუზეუმი

    თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია.

    ხელფასების კვლევა - WISG

    WISG-ისთვის მომზადებული კვლევა მოიცავს არასამეწარმეო სექტორში სახელფასო განაკვეთების ანალიზს. ანგარიში აერთიანებს მონაცემებს 17 საკვანძო პოზიციის შესახებ.

    გაქვთ პროექტის იდეა?

    მოდით, ჩვენი ექსპერტიზით დაგეხმაროთ ბიზნეს იდეების განხორციელებაში.

    დაგვიკავშირდით