Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    მოცვის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2023 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს მოცვის წარმოების ინდუსტრიის ფინანსურ შედეგებს, ბაზრის სტრუქტურას, რეგიონულ განაწილებას, წარმოების ტენდენციებსა და საგარეო ვაჭრობას.

    კვლევა მოიცავს მესამე ზომითი კატეგორიის 5 წამყვანი მოცვის მწარმოებელი კომპანიის 2023 წლის ფინანსურ მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 6 მილიონ ლარს, ხოლო აქტივების ჯამი 13 მილიონ ლარს შეადგენს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) -5%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) - 31%. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოში მოცვის წარმოებისა და ბაღების რეგიონულ განაწილებას, ასევე იმპორტისა და ექსპორტის დინამიკას. 2023 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 20.596 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტის მოცულობამ - 3,412 ტონას. რეპორტი წარმოადგენს ისტორიულ სექტორულ ბენჩმარკს და სასარგებლოა ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის ინდუსტრიის მასშტაბისა და ძირითადი ფინანსური ტენდენციების შესაფასებლად.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით