Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2022 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს მარცვლეული კულტურების წარმოების ინდუსტრიის ფინანსურ შედეგებს, წარმოების დინამიკას, ფასებს, ნათეს ფართობებსა და საგარეო ვაჭრობას.

    კვლევა მოიცავს მესამე ზომითი კატეგორიის 5 წამყვანი მარცვლეული კულტურების მწარმოებელი კომპანიის 2022 წლის ფინანსურ მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 18 მილიონ ლარს, ხოლო აქტივების ჯამი 48 მილიონ ლარს შეადგენს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) -1%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 19%. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოში ხორბლის, ქერის, სიმინდისა და შვრიის წარმოებასა და საშუალო მოსავლიანობას, მარცვლეული კულტურების ფასებსა და ნათეს ფართობებს, ასევე იმპორტისა და ექსპორტის დინამიკას. რეპორტი წარმოადგენს ისტორიულ სექტორულ ბენჩმარკს და ბიზნესს, ინვესტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს ეხმარება შეაფასონ დარგის მასშტაბი, ფინანსური პროფილი და ძირითადი საბაზრო ტენდენციები.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით