Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    კვერცხის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2022 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს კვერცხის წარმოების ინდუსტრიის ფინანსურ შედეგებს, წარმოების დინამიკას, საბაზრო ფასებსა და საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს.

    კვლევა მოიცავს მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის 10 წამყვანი კვერცხის მწარმოებელი კომპანიის 2022 წლის მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 115 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 102 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) -4%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 19%. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოში კვერცხის წარმოების დინამიკას, საცალო საბაზრო ფასებს, იმპორტისა და ექსპორტის მოცულობასა და ღირებულებას. 2022 წელს კვერცხის წარმოებამ 654.7 მილიონი ცალი შეადგინა. რეპორტი წარმოადგენს ისტორიულ სექტორულ ბენჩმარკს და ბიზნესს, ინვესტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს ეხმარება სექტორის მასშტაბის, ფინანსური მდგომარეობისა და ბაზრის ძირითადი ტენდენციების შეფასებაში.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით