Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    საქართველოს ნაყინის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2024 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს ნაყინის წარმოების ინდუსტრიის ფინანსურ შედეგებს, ბაზრის ძირითად მოთამაშეებსა და 2021-2025 წლების საგარეო ვაჭრობის დინამიკას.

    კვლევა მოიცავს პირველი და მესამე ზომითი კატეგორიის 9 წამყვანი ნაყინის მწარმოებელი კომპანიის 2024 წლის ფინანსურ მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 182 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 229 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 17 მილიონ ლარს აღწევს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) 14%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 12%. კვლევა ასევე მიმოიხილავს ნაყინის ბაზარს, მწარმოებელი კომპანიების გეოგრაფიულ განაწილებას და 2021-2025 წლების ექსპორტ-იმპორტის დინამიკას. 2025 წელს ნაყინის იმპორტის საერთო ღირებულებამ 7.486 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტის ღირებულებამ — 878 ათასი აშშ დოლარი. რეპორტი წარმოადგენს დარგის ფინანსურ ბენჩმარკს და სასარგებლოა ბიზნესებისთვის, ინვესტორებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის სექტორის მასშტაბის, მომგებიანობისა და ბაზრის ძირითადი ტენდენციების შესაფასებლად.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით