Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    საქართველოს რძის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2023 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს რძის წარმოების ინდუსტრიას, მათ შორის კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, რძის წარმოების დინამიკას, ფასებსა და იმპორტის მონაცემებს.

    კვლევა მოიცავს მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის 3 წამყვანი რძის მწარმოებელი კომპანიის 2023 წლის მონაცემებს, რომელთაგან ერთი კომპანიის ფინანსური ანგარიშგება აუდირებულია. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 30 მილიონ ლარს, ხოლო აქტივების ჯამი 111 მილიონ ლარს შეადგენს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) 28%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 182%. კვლევა ასევე მიმოიხილავს რძის წარმოებისა და ფასების დინამიკას საქართველოში: 2023 წელს რძის წარმოებამ 584.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, ხოლო ფერმის კართან 1 ლიტრი რძის ფასი 1.51 ლარი იყო. გარდა ამისა, რეპორტში განხილულია რძის იმპორტი — 2023 წელს იმპორტის ღირებულებამ 15.176 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მოცულობამ 13,934 ტონა შეადგინა. კვლევის მიხედვით, განხილულ პერიოდში საქართველოდან რძის ექსპორტი არ დაფიქსირებულა. რეპორტი წარმოადგენს ისტორიულ სექტორულ ბენჩმარკს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს დარგის ფინანსური პროფილის, წარმოების მასშტაბისა და ბაზრის ძირითადი ტენდენციების შესაფასებლად.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით