Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    გართობა, დასვენება და სპორტი
    August 12, 2026

    საქართველოს დასვენებისა და გასართობი პარკების ინდუსტრიის კვლევა

    AGIC-ის 2026 წლის კვლევა ეფუძნება 2024 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოში მოქმედი დასვენებისა და გასართობი პარკების ფინანსურ შედეგებს, ბაზრის სტრუქტურასა და ინდუსტრიის ძირითად ტენდენციებს.

    კვლევა ეფუძნება ანგარიშგების პორტალის მონაცემებს და მოიცავს რვა ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლებიც II და III ზომით კატეგორიებს მიეკუთვნებიან; მათგან ორი აუდირებულია. კვლევაში განხილული კომპანიების ჯამური ბრუნვა 35 მლნ ლარს აღემატება, ხოლო აქტივების ჯამი 151 მლნ ლარს შეადგენს. საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) -3%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 7%. ანგარიშში ასევე გამოვლენილია ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და კაპიტალის მიხედვით და შეფასებულია ინდუსტრიის ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები. ფართო სექტორული მიმოხილვა აჩვენებს „ხელოვნება, გართობა და დასვენების“ მიმართულების ზრდის ტენდენციას 2020-2025 წლებში. კვლევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდუსტრიული ბენჩმარკინგისა და ფინანსური შედარებითი ანალიზისთვის.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით