Skip to content
    AGIC - Certified PrimeGlobal Member
    სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება
    August 12, 2026

    თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოების ინდუსტრიის კვლევა

    კვლევა ეფუძნება 2024 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოში თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოების ინდუსტრიის ფინანსურ მდგომარეობას, ბაზრის ძირითად ტენდენციებს, წარმოებასა და საგარეო ვაჭრობას.

    კვლევა მოიცავს მესამე ზომითი კატეგორიის 4 წამყვანი ხილის მწარმოებელი კომპანიის 2024 წლის ფინანსურ მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს, ხოლო აქტივების ჯამი 39 მილიონ ლარს შეადგენს. ინდუსტრიის საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) -5%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) 18%. რეპორტი ასევე მიმოიხილავს საქართველოში თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოების დინამიკას და ხილის იმპორტ-ექსპორტის ტენდენციებს, რაც სექტორის მასშტაბისა და განვითარების მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა. კვლევა წარმოადგენს ისტორიულ ინდუსტრიულ ბენჩმარკს და შეიძლება სასარგებლო იყოს ბიზნესებისთვის, ინვესტორებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის.

    გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?

    ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.

    დაგვიკავშირდით