კვლევა მოიცავს პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის 42 რესტორნის 2019 წლის ფინანსურ მონაცემებს. გაანალიზებული კომპანიების ჯამური ბრუნვა 247 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო აქტივების ჯამი 468 მილიონ ლარს შეადგენს. კვლევის მიხედვით, საშუალო მოგება აქტივებზე (ROA) 3%-ია, ხოლო მოგება კაპიტალზე (ROE) — 29%. რეპორტი ასევე მიმოიხილავს საქართველოში რესტორნებისა და მობილური კვების მომსახურების საწარმოთა რაოდენობის, პროდუქციის გამოშვების, დასაქმებისა და ბრუნვის დინამიკას, მათ შორის რეგიონულ ჭრილში. რადგან კვლევა ეფუძნება 2019 წლის ფინანსურ მონაცემებს და შემდგომი წლების ისტორიულ სტატისტიკას, იგი უნდა განვიხილოთ როგორც სექტორის ისტორიული ბენჩმარკი და არა როგორც მიმდინარე ბაზრის მდგომარეობის აღწერა.
ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა
August 12, 2026სარესტორნო ინდუსტრიის კვლევა
კვლევა ეფუძნება 2019 წლის ფინანსურ მონაცემებს და მიმოიხილავს საქართველოს სარესტორნო ინდუსტრიის ფინანსურ მაჩვენებლებს, ბაზრის დინამიკას, დაწესებულებების რაოდენობასა და სექტორის რეგიონულ ტენდენციებს.
გჭირდებათ ინდივიდუალური ანალიზი?
ჩვენი გუნდი ამზადებს თქვენს ბიზნესზე მორგებულ ინდუსტრიულ და ფინანსურ კვლევებს.
დაგვიკავშირდით
