დღეს უკვე თითქმის ყველა კომპანია გადასულია სრული დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ბევრი ჩვენგანი არ არის მიჩვეული სახლში ყოფნასა და იქიდან სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას, რომელთაც როგორც წესი ოფისიდან ვასრულებდით.
შესაბამისად რთულდება ჯგუფური სამუშაოები, თანამშრომლებთან, განსაკუთრებით კი კლიენტებთან ან პარტნიორებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები.
ვირტუალური შეხვედრები განსაკუთრებით რთულად შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან პირისპირ შეხვედრისგან განსხვავებით, ასეთ დროს რთულია დაინახო ადამიანის ემოციები, ის თუ როგორ მოქმედებს თქვენი საუბარი მსმენელზე და სხვა ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი.
იყავით გახსნილი
ვირტუალური რეალობა შეიძლება უპერსპექტივოდ მოგეჩვენოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისტანციის გამო. შეგიძლიათ ადრე მიხვიდეთ ვირტუალურ შეხვედრაზე, რათა მივესალმოთ ხალხს, როდესაც ისინი გამოჩნდებიან ეკრანზე და მთავარი შეხვედრის დაწყებამდე ჩაერთოთ მცირე მეგობრულ საუბარში. ასევე თუ ეს შესაძლებელია, კავშირის გასაძლიერებლად დაეხმაროთ მათ, ვიდეოს ფუნქციების ტექნიკურად გასწორებაში.
ასევე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ ადამიანების რეაქციები, რომელთანაც ურთიერთობა გაქვთ – განსაკუთრებით, თუ დიდი ჯგუფის წინაშე წარდგებით – რადგან თქვენ ვერ აკონტროლებთ მათ რეაქციებს ვერ ხედავთ ამ რეაქციებს ისე, როგორც რეალურ დროში.
მაგალითად, როდესაც თქვენი ეკრანის ზემოთ კამერაში იყურებით გახსოვდეთ, გაიღიმოთ და გქონდეთ მეგობრული ტონი.
ასევე შეგიძლიათ შეეცადოთ გამოიყენოთ იმ ადამიანების სახელები, როდესაც მათ მიმართავთ.
შეეჩვიეთ დაგვიანებულ უკუკავშირს
ვირტუალურად წარმოჩენა ნიშნავს, რომ ისწავლოთ შეეგუოთ დაგვიანებული უკუკავშირის მიღებას.
ვირტუალურ რეჟიმში, შეგიძლიათ 30-40 წუთი ისაუბროთ და ბოლოს არც კი გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იქნა მიღებული შეტყობინება.
თავდაპირველად ეს ყოველივე თქვენთვის შესაძლოა გაუგებარი და ყურადღების გამფანტავი იყოს.
თუმცა დროთა განმავლობაში, თქვენ შეძლებთ წინასწარ განჭვრიტოთ ეს გრძნობები და შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ თქვენი საუბარი საკმაოდ ეფექტურია ვირტუალური შეხვედრების დროს.
იყავით ინტერაქტიული
თუ თქვენი პრეზენტაციები ინტერაქტიული და გამორჩეულია, სწორ ინსტრუმენტებთან ერთად შეგიძლიათ ვირტუალური სამყარო ისეთივე მიმზიდველი გახადოთ.
მაგალითად, შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ჩატის ფუნქცია.
ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს, თქვენი საუბრისას, რეალურ დროში გააკეთონ კომენტარი, შედეგად შეგიძლიათ მათი დისკუსიაში ჩართვა.
ჩვენ ყველანი ვეჩვევით ახალ რეჟიმში მუშაობას – და ონლაინ პლატფორმებზე გადასვლა ბევრ ჩვენგანს აიძულებს კომფორტის ზონიდან გამოსვლას.
მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმა განსხვავებული და გარკვეულწილად რთულია, მას ასევე გააჩნია უპირატესობები.
ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ იგი საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ერთმანეთთან კავშირში, მიუხედავად ყველასთვის რთული პირობებისა.
ასევე იხილეთ საინტერესო ბლოგები: 5 გზა როგორ მართოთ თქვენი გუნდი სოციალური დისტანციისას | კომუნიკაციის სტრატეგია COVID-19-ის დროს