კომპანიის შესახებ

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC • ეი ჯი აი სი მოღვაწეობს 2007 წლიდან და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის,  საბუღალტრო, საშემფასებლო, ბიზნეს საკონსულტაციო და მარკეტინგის მიმართულებით.

კომპანიის გუნდი შედგება 52  მაღალკვალიფიციური, გამოცდილი  და პროფესიონალი თანამშრომლისაგან, რომლებიც ფოკუსირებულნი  არიან განვითარებასა და კლიენტების წარმატებაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC არის PrimeGlobal-ის  წევრი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ  გლობალური, კომპლექსური და სხვადასხვა სირთულის პროექტები ჩვენს  პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

AGIC-ის განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. AGIC-ის გუნდს უმუშავია პროექტებზე შემდეგ ქვეყნებში:

    • დიდი ბრიტანეთი
    • ესტონეთი
    • ნორვეგია
    • ლიტვა
    • უკრაინა
    • სომხეთი
    • აზერბაიჯანი
    • თურქეთი
    • ყაზახეთი

 

2020 წელს კომპანია AGIC უმხვილესი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში შევიდა. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, 2020 წელს  AGIC-ის აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 22,78%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC საქართველოში UNDPUNICEF და UNFPA-ს ექსკლუზიური აუდიტორი და კონსულტანტია. კომპანია ასევე არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAIDის სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია.

საკონსულტაციო

მისია

  • ვფიქრობთ თქვენი ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებაზე.
  • ვიცავთ თქვენს ინტერესებს და გეხმარებით ფინანსურად სწორი ნაბიჯების გადადგმაში.
  • ვაანალიზებთ თქვენი კომპანიის სუსტ მხარეებს, რათა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
საკონსულტაციო

ხედვა

კომპანია არსებობს იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს ბიზნესის სწორად წარმოებასა და განვითარებას.