ბაზრის კვლევა

ბაზრის კვლევა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბაზარზე შესვლის ან რაიმე ახალი პროდუქტის დამატების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბაზრის კვლევის შედეგად, კომპანია იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ დარგის პოტენციური შესაძლებლობების შესახებ.

ბაზრის კვლევისა და ანალიზის სერვისი მოიცავს ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებისა და სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვას. თუ როგორ და რა მიმართულებით ვითარდება ბაზარი, სასიცოცხლო ციკლის რა ეტაპზეა ამჟამად. სერვისი უზრუნველყოფს ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილების მიღებას: თუ როგორი პოტენციალი აქვს სამომავლოდ, რა რისკები და შესაძლებლოები შეიძლება რომ გამოჩნდეს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უზრუნველყოფენ ისეთი მონაცემების მიმოხილვა, როგორებიც არის: წარმოება წლებისა და რეგიონების მიხედვით, საშუალო რეალიზაცია, ფასი, დასაქმებულთა რაოდენობა, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები ღირებულებისა და რაოდენობის მიხედვით და ა.შ

AGIC ბაზრებისა და ნიშების საფუძვლიანი ანალიზის საშუალებით ეხმარება კლიენტებს შეაფასონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები. იქნება ეს სექტორის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა, ტენდენციებისა და ზრდის შესაძლებლობების ანალიზი, თუ კონკურენციის, ფასებისა და მიწოდების ჯაჭვის შესწავლა. კვლევის შედეგად გათვლილი იქნება პროექტის როგორც ფინანსური პროგნოზები, ასევე ხარისხობრივი ასპექტები, რაც მოიცავს სვოტ ანალიზის ჩატარებას, კონკურენტებისა და ბაზრის ანალიზს.

AGIC წარადგენს მოპოვებულ ცოდნას ბაზრის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს იყვნენ მეტად ინფორმირებულნი და მიიღონ ნაკლებად რისკიანი გადაწყვეტილებები.

ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი. ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ.

ჩვენ აღნიშნულ სერვისს ვთავაზობთ როგორც ახალ, ასევე გამოცდილ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესის კონკრეტული მიმართულების გაფართოებას განიხილავენ. სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე.


დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:

ტელეფონი: (995 322) 500 130

მობ: (995 599) 34 33 48

ელფოსტა: info@agic.ge

მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო