აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება მოცემულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება. მოცემული საგანმანათლებლო დაწესებულებები ეკუთვნის მეორე და მესამე კატეგორიის კომპანიებს, რომელთგანაც 6 ანგარიშგება არის აუდირებული. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს, ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ დაწესებულებებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 20-ს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი მათ სასწავლო პროგრამებზე, სტუდენტთა რაოდენობაზე და ფინანსურ მაჩვენებლებზე. მონაცემები აღებულია საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან.
კვლევის შედეგები
დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძე #10, I შესახვევი, სართული 4, თბილისი, საქართველო