მიმდინარე საგრანტო პროექტები საშუალებას აძლევს მეწარმეებს დააფინანსონ ბიზნეს იდეები. საგრანტო კონკურსების საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.
განახლებული ინფორმაცია საგრანტო პროექტების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ Projects.or.ge-ზე
მიმდინარე საგრანტო პროექტები:
საგრანტო კონკურსი სამაცივრე მეურნეობების მოწყობაზე
USAID-ის პროექტი “ზრდა საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.
დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2FF6F15
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2021
საგრანტო კონკურსი ხილ-ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობაზე
პროქტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები და მზად არიან გაწიონ ფინანსური და არაფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.
დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/32zxMDE
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 05-10-2020
მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს საგრანტო კონკურსი განკუთვნილია ინოვაციური იდეის მქონე ფიზიკური პირებისთვის. 15 000 ლარიანი გრანტით ფინანსდება კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირება, დახვეწა ან/და გაუმჯობესება.
დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2ZEfwHu
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020
საგრანტო კონკურსი სასათბურე მეურნეობების მხარდასაჭერად
პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (2000 კვ.მ-მდე) თანადაფინანსების პრინციპით, ჯამში არაუმეტეს 24, 600 კვ.მ-ისა. საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს.
დეტალური ინფორმაციისათვის, გადადით ბმულზე: https://bit.ly/2H69TLU
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-09-2020
თუ გეგმავთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებას და გნებავთ მხარდაჭერა საგრანტო აპლიკაციის შექმნის პროცესში, დაგვიკავშირდით. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “ეი ჯი აი სი • AGIC”-ის ბიზნეს კონსულტაციის დეპარტამენტი დაგეხმარებათ ბიზნეს გეგმის მომზადებასა და საგრანტო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.